ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის კანონიკურ ვერსიაზე.  ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის ლეგენდარულ ვერსიას. 

ერთხელ ეს მონებით მოვაჭრე განსაკუთრებით სასტიკად მოექცა ერთ ვუკის, იმდენად სასტიკად, რომ არ შემეძლო მშვიდად დგომა. ბევრჯერ გამიგია ფრაზა „შენი საქმე არ არის“, ასე რომ ჩავერიე. ჩემმა კეთილმა საქმემ შედეგი გამოიღო. გამასამართლეს და დიდებული იმპერიული ფლოტიდან გამაგდეს. მაგრამ, აი რა არის საინტერესო. სწორედ ჩუბაკა იყო ის ვუკი. და, მის ცხოვრებაში ჩემს ჩარევას მოჰყვა ის, რომ თავი სიცოცხლის ბოლომდე ჩემს მოვალედ მიაჩნია. ეს ვუკიების რაღაც ტრადიცია არის. მზად იყო, ყველგან გამყოლოდა და ასეც მოიქცა.
―ჰან სოლო[13]

ჩუბაკა (მეგობრებისთვის — „ჩუი“) იყო ლეგენდარული ვუკი პლანეტა კაშიიიკიდან, ცნობილი როგორც ჰან სოლო„ათასწლოვანი შავარდენის“ თანაპილოტი. მისი მამა იყო ატიჩიტკუკი, ცოლი — მალატობაკი, ხოლო შვილი — ლამპავარუ. ჩუბაკას სახელი შეიცავდა ბაკას — სახელს კაშიიიკის ერთ-ერთი უძველესი წინამძღოლის, სამართებლის შემქმნელის, რაც ვუკიებში გამორჩეულობას და წინამძღოლობას ხაზს უსვამდა. ამრიგად, ჩუბაკა არისტოკრატული წარმოშობის იყო და სახელი კიდევ უფრო მოიხვეჭა კლონთა ომების დროს კაშიიიკის ბრძოლაში გმირობით, ისევე, როგორც გალაქტიკურ სამოქალაქო ომში ჩაბმით.

ჩუბაკა დაიბადა იავინის ბრძოლამდე 200 წლით ადრე. თავდაპირველად იყო კლაატუვაკის გილდიის ნავიგატორი და დიდ ოსტატ ჯედაი იოდასთან ერთად მონაწილეობდა კაშიიიკის ბრძოლაში. გალაქტიკური იმპერიის ჩამოყალიბების შემდეგ მონობაში მოხვდა. გადარჩენილმა ჰან სოლოს მიერ, უკანასკნელს სიცოცხლის ბოლომდე ერთგულება შეჰფიცა და მასთან ერთად მოგზაურობდა კონტრაბანდისტული კარიერის წლებში. 0 წელს მეგობრები შეუერთდნენ ამბოხებულთა ალიანსს და იავინის ბრძოლაშიც მონაწილეობდნენ. ამ ბრძოლის შემდეგ ჩუბაკა ალიანსის გმირად იქცა და მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო იმპერიის წინააღმდეგ გამართულ სხვა ბრძოლებში. ახალი რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ იცავდა ლეია ორგანა სოლოს შვილებს, ჯეინას, ჯეისენს და ანაკინს. დაიღუპა იავინის ბრძოლიდან 25 წელს, იუჟან-ვონგურ ომში, გასწირა რა თავი სერნპიდალის დანგრევისას, ანაკინ სოლოს გადასარჩენად.

ჩუბაკა ბრძენი, გაწაფული არსება იყო, გამოირჩეოდა დიდი ძალ-ღონით და ერთგულებით. გარდა იმისა, რომ ტექნოლოგიებში ისევე ერკვეოდა, როგორც აკადემიის საუკეთესო კურსდამთავრებული, აგრეთვე იყო ნიჭიერი მექანიკოსი. როგორც უამრავ სხვა ვუკის, ესმოდა ძირითადი ენა, მაგრამ მას ვერ იყენებდა, რასისთვის დამახასიათებელი ვოკალური სტრუქტურის გამო. ამიტომ, ყველასთან, ვინც ძირითადს იყენებდა, საუბრობდა შირივუკიზე, ვუკიების ენაზე, რომელიც ძირითადად შედგებოდა სხვადასხვა ღრენისგან თუ ღრუტუნის მსგავსი ბგერებისგან.

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 პერსონაჟების ძირითადი ცნობარი
  2. ვარსკვლავური ომები: სრული ვიზუალური ცნობარი; თუმცა, Marvel Comics-ის ვარსკვლავურ ომებში მითითებულია 100 იბ
  3. StarWars.com Encyclopedia ჩუბაკა Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია ; შენახული ვერსიის ბმული)
  4. ჯედაების დაკარგული ქალაქი
  5. ვარსკვლავური ომების შექმნა
  6. ჯედაების ახალი ორდენი: ძირითადი ვექტორი
  7. პერსონაჟების ძირითადი ცნობარი უთითებს, რომ ჩუის სიმაღლე იყო 2.28. მისი როლის შემსრულებელი, პიტერ მეიჰიუ, იყო 2.21 მეტრის სიმაღლის. შესაძლოა, განსხვავებული სიმაღლე იყო კოსტიუმის გამო. Marvel-ის ვარსკვლავური ომების კომიქსებში ხშირად არის აღნიშნული, რომ ჩუის სიმაღლე იყო 7 ფუტი (დაახლ. 2.1 მ).
  8. ვარსკვლავური ომები: პირისპირ: ტეგ-გუნდები
  9. Star Wars: Galactic Battlegrounds
  10. ტირანის გამოცდა
  11. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
  12. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
  13. ვარსკვლავური ომები: დღიური: დაქირავებული გმირი

ბმულები[]

Advertisement