ეს არის ჩუბაკას და ზაროს საბოლოო გამოწვევა...იმპერიის გამოჩენა!
მაგრამ არა, ვუკი არ ტირის — ისინი მზად არიან!
ეს ის მოსიარულე ხალიჩაა, რომელსაც არ უნდა დააბიჯონ!
შესავალი ტიტრი[]
ᲩᲣᲑᲐᲙᲐ ნაწილი V
აჯანყებისთვის ახალი იმედის დროა. გარე რგოლში, ანდელმ-IV-ზე ავარიულად დაშვების შემდეგ ჩუბაკამ, კაშიიიკის უშიშარმა მეომარმა ვაჟმა საკუთარი მიზნები დროებით დაივიწყა, რათა ნორჩ გმირ ზაროს დახმარებოდა.
ერთად, ზარომ და ჩუბაკამ, დაიხსნეს ტყვეები მედროვე ყაჩაღ ჯოუმისგან, რომელიც დაეპატრონ ანდელმ-IV-ს და გალაქტიკურ იმპერიასთან ვაჭრობდა ბუნებრივი რესურსებით. მაგრამ, სანამ იგი იმპერიული ვარსკვლავური ნაღმოსანით გაიქცეოდა, ამ ორმა ხომალს თან გააყოლა ასაფეთქებლებით დატვირთული დროიდი, რათა დაესრულებინათ მისი ბატონობა და იმპერიისთვის ზიანი მიეყენებინათ.
ყოველივე ზაროს გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა, მაგრამ მოულოდნელად ისიც და ჩუიც იმპერიული ძალების ხელში აღმოჩნდნენ — იგივე ვარსკვლავურ ნაღმოსანზე....