ცოცხალი ძალა არის შეუმოკლებელი აუდიოწიგნი, დაფუძნებული ჯონ ჯექსონ მილერის ამავე სახელწოდების რომანზე. იგი გამოიცა Random House Audio-ის მიერ, 2024 წლის 9 აპრილს.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
ფარულ მუქარამდე წლებით ადრე იოდა, მეის უინდუ და ჯედაების მთელი საბჭო უპირისპირდებიან გალაქტიკას, რომელიც სულ მალე შეიცვლება.
ჯედაები ყოველთვის მოგზაურობენ კოსმოსში, იცავენ მშვიდობას და სამართლიანობას გალაქტიკაში. მაგრამ გალაქტიკა იცვლება და მასთან ერთად — ჯედაების ორდენიც. ორდენი სულ უფრო მეტად ფიქრობს რესპუბლიკის მომავალზე, გამოკეტილი კორუსანტზე, სადაც ჯედაების საბჭოს თორმეტი წევრი გალაქტიკური მასშტაბის კრიზისებზე მუშაობენ.
პლანეტა კვენზე მალე დაიხურება რესპუბლიკის ოქროს ეპოქის დროის ჯედაების მორიგი ავანპოსტი და კვაი-გონ ჯინი საბჭოს ორდენის მზარდი გაუცხოების შესახებ დააფიქრებს. მეის უინდუ ბრძნულ გადაწყვეტილებას ურჩევს: თორმეტივე ოსტატი ჯედაი უნდა გაემგზავროს პლანეტაზე მშვიდობიანი მისიით და გალაქტიკის ერებს შეახსენოს, რომ ჯედაები კვლავ მედგრად დგანან, როგორც ეს საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა.
მაგრამ ჯედაების გამოჩენა ყველას არ ახარებს. ჯედაების შესუსტებული გავლენისას მეკობრეთა მეომარი ფრაქციები სექტორს მოედო. გავლენის გასაძლიერებლად მეკობრეები ერთიანდებიან და გეგმავენ საბჭოს ლიკვიდაციას. და ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზად არიან, უამრავი ვინმე გაანადგურონ.
კორუსანტის მოწყვეტილმა ოსტატმა ჯედაებმა უნდა მიიღონ არასასიამოვნო ჭეშმარიტება: მომავალზე ყველაზე მეტად ჯედაების საბჭო ზრუნავს, ხოლო მათი დახმარება მხოლოდ აწმყოში თუ სურთ.
გამოჩენები[]
ტიპის მიხედვით
პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი რასები | მანქანები და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
მოვლენები
|
ადგილები
|
ორგანიზაციები და წოდებები
|
გონიერი რასები
მანქანები და გემები
|
იარაღები და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
|
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ჯედაებს ელით კრიზისი ვარსკვლავური ომების ახალ რომანში ცოცხალი ძალა, წყარო: Gizmodo (September 7, 2023) (დაარქივებულია ორიგინალიდან, თარიღი September 7, 2023)
- ↑ ვარსკვლავური ომები: ცოცხალი ძალა Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑ როგორც უთითებს Launchpad — Star Wars Insider 224, ცოცხალი ძალის მოვლენები ვითარდება ფარული მუქარის სიუჟეტამდე ერთი წლით ადრე. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები განსაზღვრავს, რომ ეს პერიოდია 33 იბ.