ლუკ სკაიუოკერს აქვს ცუდი წინათგრძნობა "პატარა მთვარესთან" მიახლოებისას
"ცუდი წინათგრძნობა მაქვს" არის ვარსკვლავური ომების ერთ-ერთი ცნობილი და საგის განმეორებადი ფრაზა, რომელიც ჟღერს Lucasfilm-ის მრავალ ნაწარმში. პირველად მას ფილმში ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი წარმოთქვამს ლუკ სკაიუოკერი. ფრაზამ გაიჟღერა სულ მცირე, ყოველ შემდგომ ფილმში. იგი აგრეთვე გამოიყენება ვარსკვლავური ომების სხვა მედიაში — წიგნებში, კომიქსებში, ვიდეოთამაშებში.[1]
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VIII: უკანასკნელი ჯედაი არის სკაიუოკერების საგის პირველი ფილმი, რომელშიც ეს ფრაზა არ ჟღერს ძირითად სტანდარტულ გალაქტიკურ ენაზე. თუმცა, რაიან ჯონსონის თანახმად, ფრაზას ფილმის დასაწყისში წარმოთქვამს BB-8.[2]
ჰატურად "ცუდი წინათგრძნობა" ჟღერს როგორც "დოპო მე გულა".[3]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ვარსკვლავური ომები (2015) 1
- ↑
'Last Jedi' Director Explains How He Hid A Classic 'Star Wars' Easter Egg ავტორი: ბილ ბრედლი — The Huffington Post (December 16, 2017) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი July 10, 2020)
- ↑ ვარსკვლავური ომები (2015) 24