ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Register
Advertisement
ჰოლოპედია

ძალა ჯედაის ძლევამოსილებას ანიჭებს. ეს არის ენერგიული ველი, რომელსაც ყველა ცოცხალი არსება ქმნის. იგი მოგვიცავს და ჩვენში აღწევს. იგი გალაქტიკას აერთიანებს.
ობი-ვან კენობი[22]

ძალა იყო ენერგიული ველი, რომელიც აერთიანებდა ყოველივეს, არსებულს გალაქტიკაში. გალაქტიკის ისტორიაში მას სხვადასხვა სახელით იცნობდნენ. ლასატები მას უწოდებდნენ აშლას, დიანოგა ომიმას, მუსტაფარელებისიცოცხლის ნაკადს, ლიუ'ელანებიტალღას, ჩისებიხედვას, ზეფოებისიცოცხლის ქარს, ქაოსის ხალხი — დიდ სიმშვიდეს, ნისლისმქსოველებიმნათობ ნისლს, ფალანასებითეთრ ნაკადს, ხოლო მეგისი და მისი ხალხიმიღმიერს. ძალას წარმოშობდა ყველა ცოცხალი არსება, ამრიგად იგი არსებობდა სიცოცხლის ნებისმიერ გამოვლენაში. თუმცა, იგი განსაკუთრებით დიდი იყო მათში, ვინც დაიბადნენ მიდიქლორიანების[23] მაღალი მაჩველებლებით. მიდიქლორიანებს უწოდებდნენ სიცოცხლის გონიერ ფორმებს, რომლებიც ძალას სიმბოლურად უერთდებოდნენ, სისხლის მეშვეობით. რასების ასეთ წარმომადგენლებს (ისინი არა მხოლოდ ადამიანები იყვნენ) უწოდებდნენ ძალისადმი მგრძნობიარეებს. სხვა ორგანიკული არსებებისგან განსხვავებით, დროიდები თუ ხელოვნური ქმნილებები ძალისადმი მგრძნობიარენი არ იყვნენ. სამეცნიერო ასპექტის გარდა, ძალაზე დაფუძნებული იყო მრავალი რელიგიური ორგანიზაცია — ძალის ეკლესია, უილების მცველები და, ყველაზე აღსანიშნავი — ჯედაებისა და სითების ორდენები. გარდა ამისა, ლასატებს სწამდათ, რომ ძალა გალაქტიკის სული იყო.

ძალის არსებობა დადასტურებული იყო და იგი აღწერილი იყო მრავალ ნაშრომში. დასახელებული იყო მისი მრავალი ასპექტი. ცოცხალი ძალა იკვებებოდა სიცოცხლის ყველა ფორმის ენერგიით და, საბოლოო ჯამში, უერთდებოდა კოსმოსურ ძალას, რომელიც ყოველივეს აერთიანებდა და მიდიქლორიანების მეშვეობით აკავშირებდა. ერთ-ერთი ასპექტი იყო ქვებისძალა — ამ შემთხვევაში ძლევამოსილება მომდინარეობდა ცოცხალი ძალით გაჯერებული ლურჯი ქვებიდან. ჯედაები ემორჩილებოდნენ კოდექსს, რომელიც გულისხმობდა თავდადებას სხვებისათვის. ამრიგად, ისინი ძალის ნათელი მხარის მიმდევრები იყვნენ. მათი მოწინააღმდეგენი, სითები, მიისწრაფოდნენ ძალაუფლებისკენ ძალის ბნელი მხარის მეშვეობით. ორივე მხარის ერთმანეთის საწინააღმდეგო ფილოსოფიების გამო ათასწლეულების განმავლობაში არსებობდა ორდენებს შორის დაპირისპირება, რაც დასრულდა სითების, ისევე, როგორც ჯედაების თითქმის სრული განადგურებით.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. შედეგები: იმპერიის აღსასრული
  2. 2.0 2.1 ჰარმონიის მიმდევრები
  3. 3.0 3.1 3.2 ბაგი — კლონების ომები: სინათლის და წყვდიადის ისტორიები
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 უილების მცველები
  5. ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: ვიზუალური ლექსიკონი
  6. 6.0 6.1 6.2 ენერგიის წყარო
  7. Build the Millennium Falcon ვარსკვლავური ომები: ააწყვე ათასწლოვანი შავარდენი 25 (Starship Fact File: „ზეციური ფერიის“ კლასის ვარსკვლავური გამანადგურებელი „დელტა-7“)
  8. ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი
  9. 9.0 9.1 9.2 StarWars-DatabankII ძალა Databank-ში (არქივის ბმული)
  10. კაილო რენის აღზევება 1
  11. ლეგენდები ლუკ სკაიუოკერზე
  12. 12.0 12.1 ვარსკვლავური ომები (2015) 27
  13. ბნელი მიმდევარი
  14. სრული ვარსკვლავური ომები
  15. განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი, რომანი
  16. დიდებული რესპუბლიკა: ცბიერების გზა
  17. შეუერთდი წინააღმდეგობას
  18. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება
  19. 19.0 19.1 დუკუ: დაკარგული ჯედაი
  20. Whills
  21. Star Wars Jedi: Fallen Order
  22. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
  23. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიხმები
Advertisement