ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია რომანი. იხილეთ აგრეთვე ძალაუფლების ბროლის ნამსხვრევი (კომიქსები).
ეს სტატია აღწერს საკითხს, რომელიც ითვლება ლეგენდად.ამ სტატიის თემა აღწერს აჯანყების ეპოქის დროს მომხდარ მოვლენებს.ამ სტატიის თემა არსებობს ნამდვილ სამყაროში ან შეესაბამება მას.

ძალაუფლების ბროლის ნამსხვრევი არის ალან დინ ფოსტერის რომანი, გამოცემული 1978 წელს Del Rey-ს მიერ. მისი მოვლენები მიმდინარეობს ახალი იმედის და იმპერიის საპასუხო დარტყმის შუალედში (2 იბშ).

შეჯამება გამომცემლობისგან[edit | edit source]

აღმოჩნდნენ რა ჯუნგლებიან პლანეტაზე, ლუკ სკაიუოკერი და პრინცესა ლეია სასოწარკვეთილნი ებრძოდნენ იმპერიელ მოიერიშეებს, რათა მოეპოვებინათ ძვირფასი ქვა, რომელსაც ძალაზე ძალაუფლება აქვს.

ლუკ სკაიუოკერი ელოდა უსიამოვნებებს, როდესაც გადაწყვიტა, გაჰყოლოდა პრინცესა ლეიას ცირკარპუსზე მისიისას, რომელიც მიზნად ისახავდა იმპერიასთან ბრძოლაში მიწისქვეშ დამალული ამბოხებულების მხარდაჭერის მიღებას. მაგრამ ტატუინელი სოფლელი ბიჭუნა არ აპირებდა მიმბანის ჭაობებში მოულოდნელად დაშვებას...არაფერს იქიდან, რაც ამ უცნაურ პლანეტაზე შეხვდებოდათ.

ამ პლანეტაზე დამალული იყო კაიბურის ბროლი, იდუმალი ძვირფასი ქვა, რომელიც მფლობელს აძლევდა ძალაზე ისეთი ბატონობის საშუალებას, რომ იგი თითქმის დაუმარცხებელი ხდებოდა. უცხო ხელთ ბროლი შესაძლოა, საშიში იყოს. ამრიგად, ლუკს უნდა ეპოვნა ეს განძი — და სწრაფად.

არ-ორი-დე-ორის და სი-თრიპიოს — ორი ერთგული დროიდის თანხლებით — ლუკი და პრინცესა მიემართებიან პომოჯემის ტაძრისკენ...და დაპირისპირებისკენ, რომელიც მოხდება უცხო პლანეტის სიღრმეებში გალაქტიკის ყველაზე საზარელი ბოროტის მონაწილეობით!

მედია[edit | edit source]

გამოცემები[edit | edit source]

  • ISBN 9780345275660; 12 თებერვალი, 1978; Ballantine Books; აშშ, მაგარი ყდა, პირველი გამოცემა[1]
  • (ISBN ის გარეშე) 2597; 12 აპრილი, 1978; Ballantine Books; აშშ, მაგარი ყდა, Book Club-ის გამოცემა
  • ISBN 9780345320230; აპრილი, 1978; Del Rey; აშშ, რბილი ყდა
  • ISBN 0-285-62353-2; მარტი, 1978; Souvenir Press; 216 გვერდიანი ბრიტანული გამოცემა, მაგარი ყდა

გარეკანების გალერეა[edit | edit source]

შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]

  1. 1.0 1.1 TwitterLogo.svg Star Wars Books (@DelReyStarWars) Twitter-ზე: "ამ დღეს, 40 წლის წინ, Del Rey Books-მა გამოსცა ძალაუფლების ბროლის ნამსხვრევი, დაწერილი ალან დინ ფოსტერის მიერ." (ეკრანის ანაბეჭდი)
  2. მკითხველის ძირითადი ცნობარი
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.