ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

ძალის გამოღვიძება: ადაპტაცია 6 არის მეექვსე და საბოლოო გამოშვება Marvel-ის კომიქსების სერიიდან ძალის გამოღვიძება, რომელიც არის ამავე სახელწოდების ფილმის ადაპტირება. ეს გამოშვება გამოიცა 2016 წლის 9 ნოემბერს. მისი ტექსტის ავტორია ჩაკ უენდიგი, ხოლო მხატვარი — ლუკ როსი.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

  • შეტევა ბაზა "სტარკილერზე" გრძელდება და წინააღმდეგობა პირველ ორდენს უპირისპირდება!
  • ამასობაში რეიმ კაილო რენთან ბრძოლისას პირველად უნდა გამოიყენოს სინათლის მახვილი!
  • მიაგნებს თუ არა წინააღმდეგობა საბოლოოდ გაუჩინარებულ ჯედაი ლუკ სკაიუოკერს?
  • საგა გრძელდება!

შესავალი ტიტრი[]

ეპიზოდი VII, ნაწილი VI
ᲫᲐᲚᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲦᲕᲘᲫᲔᲑᲐ
ლუკ სკაიუოკერი გაუჩინარებულია. მისი არყოფნისას იმპერიის ფერფლიდან აღზევდა ბოროტი პირველი ორდენი, რომელიც არ მოისვენებს, სანამ არ გაანადგურებს სკაიუოკერს, უკანასკნელ ჯედაის. პირველი ორდენიც და წინაააღმდეგობაც გამალებით ეძებენ სკაიუოკერის პირდაპირი ადგილსამყოფელის რუკას, რომელიც ინახება წინააღმდეგობის დროიდ BB-8-ში.

ფინი, ყოფილი შტორმტრუპერი და რეი, ნორჩი ჯართის შემგროვებელი, შეუერთდნენ წინააღმდეგობის დროიდს, რომელიც ინახავს დაკარგული ჯედაის არასრულ რუკას და ამავე დროს, დაუმეგობრდნენ აჯანყების გმირებს, ჰან სოლოს და ჩუბაკას. თუმცა, როდესაც წინააღმდეგობისთვის BB-8-ის დაბრუნება სცადეს, რეი კაილო რენმა დაიჭირა და გადაიყვანა "სტარკილერზე" — პირველი ორდენის მთავარ ბაზაზე.

გადარჩენის მისიისას ფინი და ჰანი შეიჭრნენ პირველი ორდენის ბაზაზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რეი უკვე გაიქცა. მაგრამ კაილო რენთან შეხვედრისას ჰანს შვილი საბოლოოდ ღალატობს....

მედია[]

გამოცემები[]

  • UPC 759606084937; 9 ნოემბერი, 2016; Marvel Comics[1]
    • 00611; გარეკანი A, პოლო რივერა
    • 00621; გარეკანი B, პოლო რივერა
    • 00631; გარეკანი C, ესად რიბიჩი
    • 00641; გარეკანი D, კინოპოსტერის ვერსია

გარეკანების გალერეა[]

შეტანილია გამოცემებში[]

გამოჩენები[]

ტიპის მიხედვით
პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი რასები მანქანები და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

ორგანიზმები

დროიდების მოდელები

მოვლენები

ადგილები

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

მანქანები და გემები

იარაღები და ტექნოლოგია

სხვადასხვა


შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 Marvel-TemplateLogo Star Wars: The Force Awakens Adaptation (2016) #6 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  2. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი განსაზღვრავს, რომ ფილმ ძალის გამოღვიძების მოვლენები ვითარდება იავინის ბრძოლიდან 34 წელს. კომიქსი ამ ფილმს ეფუძნება, ამიტომ მასში მოვლენათა განვითარების დრო იგივეა.

დამატებითი ბმულები[]