ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ძალის დიადი, იგი დიადი ძალაში, იყო ძალის კავშირის იშვიათი ტიპი, რომელიც ძალაში აერთიანებდა ორ ძალისადმი მგრძნობიარეს. დიადის ძალა იყო ისეთივე უსაზღვრო, როგორც სიცოცხლე, ხოლო ორ ცალცეულ პიროვნებას, რომლებიც ქმნიდნენ დიადს, აგრეთვე ჰქონდათ საერთო კავშირი, რომელიც მოიცავდა კოსმოსსა და დროს.

დიადების წევრებს ერთმანებთან სრული კავშირი ჰქონდათ. ისინი სრულად ხედავდნენ, ისმენდნენ და გრძნობდნენ დიადის მეორე წევრის მიერ აღქმულს. ისინი ფლობდნენ ძალის იშვიათ შესაძლებლობებს, როგორიც იყო გალაქტიკაში სინათლის წლების გადალახვა და მეორე პირთან კავშირი. დიადს აგრეთვე შეეძლო ძალით განკურნება. თუკი დიადის ერთ-ერთი წევრი იღუპებოდა, მეორეს მისი გაცოცხლების უნარი ჰქონდა, თუმცა — ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად.

წინასწარმეტყველების თანახმად, უნდა ეარსება ძალის ისეთ დიადს, რომელიც ახალი რესპუბლიკის ეპოქის დროისთვის უკვე მრავალი თაობის განმავლობაში არ უნახავთ. დიადში საბოლოოდ გაერთიანდნენ ბენ სოლო და რეი. მართალია, ისინი პირველი ორდენის და წინააღმდეგობის, დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები იყვნენ, ერთმანეთთან ჰქონდათ კავშირი, რომელზეც ხშირად საუბრობდნენ მარადიული სითებიმიმდევრები. ექსეგოლზე ბრძოლისას ბენის და რეის დიადით თავი აღიდგინა სითმა ლორდმა დართ სიდიუსმა.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement