ძალის ერეტიკოსის ტრილოგია არის რომანების ტრილოგია, რომელიც შედის სერიაში ვარსკვლავური ომები: ჯედაების ახალი ორდენი. მისი ავტორები არიან შონ უილიამსი და შეინ დიქსი. რომანები გამოიცა Del Rey-ს მიერ, 2003 წელს. ეს არის ჯედაების ახალი ორდენის ერთადერთი ტრილოგია, ვინაიდან სერია ძირითადად შედგება დილოგიებისა და ცალკეული რომანებისგან.
Science Fiction Book Club-მა გამოსცა მაგარყდიანი კრებული ვარსკვლავური ომები: ჯედაების ახალი ორდენი: ძალის ერეტიკოსი, სამივე რომანით.
წყაროები[]
First Look: Force Heretic I: Remnant StarWars.com-ზე (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
First Look: Force Heretic II & III StarWars.com-ზე (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)- მკითხველის ძირითადი მეგზური