ძალის მეომრები არის მესამე და უკანასკნელი რომანი სერიიდან ჯედაების აკადემიის ტრილოგია. მისი ავტორია კევინ ჯ. ანდერსონი. წიგნი გამოიცა 1994 წლის 1 სექტემბერს, Bantam Spectra-ს მიერ. მისი შემოკლებული აუდიოვერსიის მთხრობელია ენტონი ჰილდი.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
„ჯედაების აკადემიის“ ტრილოგიის ამ, მესამე და საბოლოო რომანში, სანამ ახალი რესპუბლიკა გადარჩენისთვის ბრძოლას განაგრძობს, დამსხვრეული იმპერიის მიმობნეული, მაგრამ ძლევამოსილი ნამსხვრევი აპირებს, გაანადგუროს სამი ძვირფასი ბავშვი — მათ შორის, ჰანის და ლეიას ტყუპი შვილი ჯედაები — რაინდი ჯედაების შემდეგი თაობა....
სიცოცხლისა და სიკვდილის უიმედო ზღვარზე ლუკ სკაიუოკერი ჯედაების აკადემიაში უგონოდ არის. მაგრამ სულიერად, ლუკი თავგანწირული იბრძვის გადასარჩენად, უხმობს რა ფიზიკურად ტყუპ ჯედაებს. ამავე დროს ლეია საკუთარ სამკვდრო-სასიცოცხლო მისიას ასრულებს, ბრძოლას იმპერიელ აგენტებთან, რომლებიც მესამე შვილ ჯედაის განადგურებას უპირებენ — ლეიას და ჰანის პატარა ანაკინს — რომელიც პლანეტა ანოთზეა დამალული. ამასობაში ლუკის ყოფილმა პროტეჟემ, კიპ დურონმა, საზარელი „მზის მსხვრეველი“ გაიტაცა დამანგრეველი მასობრივი განადგურების მისიის შესასრულებლად, დარწმუნებულია რა თავისი ქმედების სისწორეში. გაქცეული მეომრის ძიებისას ჰანმა უნდა დაარწმუნოს კიპი, უარი თქვას ბნელ მიზნებზე და დაიბრუნოს დაკარგული ღირსება. ამისთვის კიპმა „მზის მსხვრეველი“ უნდა შეაჯახოს სიკვდილის ვარსკვლავის პროტოტიპს — ჰანმა კი იცის, რომ ამ ბრძოლას ვერ მოიგებენ...ლუკ სკაიუოკერთან ერთადაც კი!
მედია[]
გამოცემები[]
- ISBN 9780553298024; 1 სექტემბერი, 1994; Bantam Spectra; აშშ, რბილი ყდა[1]
- ISBN 9780307796134; 28 ივნისი, 2011; Bantam Spectra; აშშ, ელექტრონული წიგნი[3]