ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის კანონიკურ ვერსიას.  დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის ლეგენდების ვერსიაზე. 

ძალის სიმღერა,[2] იგივე ძალის გალობა[3] ან ევარ კრისის ქსელი, იყო ტელეპათიის გამოყენების იშვიათი უნარი, რომლითაც მსურველს შეეძლო ძალისადმი მგრძნობიარეთა ერთმანეთთან ძალის დახმარებით დაკავშირება. ასეთი კავშირის დროს შესაძლებელი იყო მხოლოდ შეგრძნებათა გადაცემა. ძლიერი კონცენტრაციით მსურველს შეეძლო ასეთ ქსელთან ისე დაკავშირება, რომ ცალკეული ინდივიდის გრძნობები უკეთ შეეგრძნო.[1]

ოსტატმა ჯედაი ევარ კრისმა ტექნიკას დიდი კატასტროფის დროს მიმართა[1], იავინის ბრძოლამდე დაახლოებით 232 წლით ადრე.[4] პლანეტა ჰეტზალ-პრაიმზე, „მესამე ჰორიზონტიდან“, კრისმა ერთმანეთს ჰეტზალის სისტემაში მყოფი ასობით ჯედაი დააკავშირა, როდესაც ყველა ერთად ცდილობდა ჰიპერსივრცეში გამოჩენილი ნამსხვრევების შეჩერებას და პლანეტის და მისი მთვარეების დაცვას. ქსელის მეშვეობით მან ძალაში სხვა ჯედაები შეიგრძნო მელოდიების სახით. ერთ-ერთი მელოდია მომდინარეობდა ბარიაგა აგაბარისგან, პადავან ვუკისგან, რომელმაც კრისს ქსელის მეშვეობით ამცნო, რომ ნამსხვრევებში ცოცხალი არსებები იმყოფებოდნენ.[1]

კრისმა მისთვის მინიჭებული უნარით შეძლო სიტუაციის მართვა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ნამსხვრევებიდან ერთ-ერთი შეიცავდა თხევადი ტიბანას მარაგს და მიემართებოდა სისტემის კლას R-ის ვარსკვლავისკენ. მასთან შეჯახებას მოჰყვებოდა ჯაჭვური რეაქცია და სისტემა სრულად განადგურდებოდა. კრისი ჰეტზალ-პრაიმზე დადგა და ძალის მეშვეობით სინათლის მახვილს იქნევდა მანამ, სანამ ჰაერში ჰარმონიულ ნოტს იგრძნობდა. ამ ხმით მან შეძლო კონცენტრირების მოხდენა და ქსელში ღრმად შეღწევა. ყველასთან კვლავ დაკავშირებით იგი სხვა ჯედაებს დაეხმარა საწვავიანი კონტეინერის ვარსკვლავისგან შორს მოსროლაში, რამაც ჰეტზალის სისტემა სრული განადგურებისგან გადაარჩინა.[1]

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 აყვავებული რესპუბლიკა: ჯედაების ნათება
  2. ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: ჯედაების ქრონიკები
  3. აყვავებული რესპუბლიკა: ძალის ცდუნება
  4. რომანში აყვავებული რესპუბლიკა: ჯედაების ნათება მთავარი მოვლენები ვითარდება შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ გაშვებამდე რამდენიმე კვირით ადრე. ამ მოვლენის თარიღი, როგორც ვარსკვლავური ომების წიგნი გვითითებს, არის 232 წელი ახალი იმედის მოვლენებამდე. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი გვითითებს, რომ ფილმის მოვლენათა განვითარების დროა 0 იბ. ამრიგად, ჯედაების ნათებაში, სადაც აღწერილია დიდი ჰიპერსივრცული კატასტროფა, მოვლენათა განვითარების დროა 232 იბ.
სხვა ენებზე
Advertisement