ძალის შემგროვებელი არის კევინ შინიკის კანონიკური რომანი ახალგაზრდებისთვის, რომელიც ბრიტანეთში გამოიცა Egmont UK Ltd-ის მიერ, 2019 წლის 4 ოქტომბერს, Egmont UK Ltd-ის მიერ. Disney–Lucasfilm Press-მა იგი აშშ-ში გამოსცა, მოგვიანებით, 19 ნოემბერს.
წიგნი შედის პროგრამაში მოგზაურობა სკაიუოკერის აღზევებამდე. მისი მოვლენები ვითარდება ძალის გამოღვიძებამდე, ხოლო მთავარი გმირია კარ ნუკ სინი, რომელიც ძალასთან კავშირს აღმოაჩენს.
აგრეთვე გამოვიდა წიგნის აუდიოვერსია.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
კარი ყმაწვილია, როგორც ბევრი სხვა გალაქტიკაში. სკოლაში დადის, მშობლებს საოჯახო საქმეებში ეხმარება, მოსწონს სპიდერები და დროიდები. მაგრამ კარს საიდუმლოც აქვს: გარკვეულ ობიექტებთან შეხებისას ძალიან ნათელი ხედვები აქვს და გონებას კარგავს. ტკივილთან ერთად კი ხოლმე ხედავს მისთვის უცნობ ხალხს და ადგილებს, რომლებიც არ უნახავს.
მშობლებს კარის მდგომარეობა აღელვებს; მისი ბებია დარწმუნებულია, რომ ხედვებს ძალა იწვევს. მაგრამ უკანასკნელი ჯედაის, ლუკ სკაიუოკერის ამბებიდან უკვე მრავალი წელი გავიდა. დარჩა თუ არა ჯედაი, რომ კარს უნარების გამოყენებაში დაეხმაროს? ვინმე გაესაუბრება ჯედაებზე და იმაზე, თუ რა ბედი ეწია მათ, როდესაც მოგონებანი მათზე სულ უფრო და უფრო ქრება, პირველი ორდენი კი აღზევებისკენ მიიწევს? იზოლირებულ მშობლიურ პლანეტაზე დარჩენილი კარი იწყებს ისტორიული არტეფაქტების შეგროვებას, იმ იმედით, რომ ერთ დღეს იპოვის ნივთს, რომელიც ჯედაების საიდუმლოებებს უჩვენებს.
როდესაც მისი ბებია გარდაიცვლება, მისი მშობლები კი უამბობენ, რომ პლანეტის სხვა კუთხეში სკოლაში გააგზავნიან, კარის მოთმინების ფიალა ივსება. მას სურს, შეიტყოს, თუ რას უმზადებს ბედისწერა და თუ აქვს მასთან რამე კავშირი ჯედაებს. პირველ ორდენთან დაკავშირებული მეიზის, უხეში, მოულოდნელობებით სავსე ახალი გოგონას და RZ-7-ის, მზრუნველი მეგობარი დროიდის თანხლებით, იგი მიემართება დიდ გალაქტიკაში, რათა სიმართლე დაადგინოს. თავგადასავლებისას იგი იმოგზაურებს უტაპაუდან ჯაკუმდე და ტაკოდანამდე და მათ მიღმა, შეიტყობს რა ჯედაებზე უფრო მეტს, ვიდრე ელოდა...და ძალაში საკუთარ ადგილზე.
მედია[]
გამოცემები[]
- ISBN 9781405295413; 4 ოქტომბერი, 2019; Egmont UK Ltd; ბრიტანეთი, რბილი ყდა[1]
- ISBN 9781368045582; 19 ნოემბერი, 2019; Disney–Lucasfilm Press; აშშ, მაგარი ყდა[2]
- ISBN 9781368051064; 19 ნოემბერი 19, 2019; Disney–Lucasfilm Press; აშშ, ელექტრონული წიგნი[4]
გარეკანების გალერეა[]
გამოჩენები[]
პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი რასები | მანქანები და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
|
ორგანიზმები
|
დროიდების მოდელები
|
მოვლენები
|
|
ადგილები
|
|
ორგანიზაციები და წოდებები
|
|
გონიერი რასები
|
მანქანები და გემები
|
|
იარაღები და ტექნოლოგია
სხვადასხვა
|
|
|
წყაროები[]
Lucasfilm Unveils Complete 'Journey to Star Wars: The Rise of Skywalker' Publishing Program - Exclusive StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
The Star Wars Show: Journey to Star Wars: The Rise of Skywalker Books Revealed, Plus YOUR Star Wars Day Messages ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) (საიტი: StarWars.com)
SDCC 2019: Marvel's The Rise of Kylo Ren Revealed and More Highlights from the Lucasfilm Publishing Panel StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
In Force Collector, a Lesson on Patience - Exclusive Excerpt StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
The Star Wars Show: Dave Filoni Talks The Mandalorian, And Disney+ Is Now Live! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) (საიტი: StarWars.com)
"Launchpad" — Star Wars Insider 194
Star Wars Inside Intel: Quinlan Vos StarWars.com-ზე (სტატია) (არქივის ბმული)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1
Star Wars The Force Collector Egmont-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑ 2.0 2.1
Force Collector Disney-ს ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ ძალის შემგროვებლის მოვლენათა განვითარების დროა 32 იბშ.
- ↑
Journey to Star Wars: The Rise of Skywalker: Force Collector Barnes & Noble-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)