ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ძმები ზონტები წარმოადგენდნენ ორ ძმას, რომლებიც საბრძოლო დარგში იმპერიული ეპოქის პერიოდში საქმიანობდნენ. ერთ დროს პირველი და მეორე ძმა იძულებით ავარჯიშებდნენ ხუთ უცხომიწელს, მათ შორის – განდევნაში მყოფ ვუკი შავ კრრსანტანს[1], რომელიც მათი ზედამხედველობით საბრძოლო ორმოებში შეჯიბრებში მონაწილეობდა.[2] იავინის ბრძოლიდან გარკვეული დროის შემდეგ ზონტები დოქტორ ჩელი ლონა აფრას მიერ გამართულ აუქციონს ესწრებოდნენ, როდესაც ისინი კრრსანტანმა შენიშნა და სცადა მათზე თავდასხმა — თუმცა იგი აფრამ უმალვე გააბრუა. როდესაც ჩელი ლონამ საუკეთესო შეთავაზებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, რური ფარულად 0-0-0-მა გაათავისუფლა[1] და აფრა დააშინა, მოსთხოვა რა მისი დაპროგრამების შეცვლა[3]. ამ დროს ზონტებმა გაქცევა სცადეს, თუმცა ვუკიმ ისინი დაიჭირა და თან წაიყვანა. შემდგომში კრრსანტანი მათ ისევე ეპყრობოდა, როგორც მას ეპყრობოდნენ — საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ავარჯიშებდა[4].

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

სხვა ენებზე

Advertisement