წარჩინების ნიშნების დაფები,[1] იგივე რანგის სამკერდეები,[2] წარმოადგენდნენ სამკერდე ნიშნებს, რომლებსაც იყენებდნენ შივ პალპატინის გალაქტიკური იმპერიის სამხედრო ძალები. ამ დაფებით აღინიშნებოდნენ და ერთმანეთისგან გამოირჩეოდნენ ოფიცრების რანგები. თავდაპირველად მათ კლონთა ომების დროს, როდესაც პალპატინი ჯერ კიდევ გალაქტიკური რესპუბლიკის კანცლერი იყო, ატარებდნენ რესპუბლიკის ოფიცრები. დაფა, რომელიც, როგორც წესი, მაგრდებოდა ოფიციალური ფორმის გულის არეში, შედგებოდა ნახევრად გამჭვირვალე, ლითონის ფირფიტაზე მოთავსებული ფერადი მომცრო მართკუთხედებისგან.[1] ჩვეულებისამებრ, ეს იყო ფერადი მართკუთხედების ერთი[3] ან ორი რიგი. ორი რიგის მქონე ნიშნები დამზადებული იყო ორი ცალკეული ნაწილისგან და არა ერთ ფირფიტაზე მოთავსებული ორი რიგით.[4] განმასხვავებელი ფერებისთვის გამოიყენებოდა წითელი, ლურჯი, ყვითელი[3] ან ნაცრისფერი შეფერილობა.[5] რანგის აღმნიშვნელი დაფა ხოლმე შეიცავდა ელექტრონული საკეტების მსგავსი მოწყობილობებისთვის აუცილებელ ინფორმაციას.[6] იმპერიული პრესის კორპუსის მსგავსი მედიაორგანიზაციების წევრები მედიისთვის განკუთვნილ სამკერდე ნიშნებს ატარებდნენ.[7]
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები: ვიზუალური ცნობარი
- ↑ ამბოხების დასაწყისი
- ↑ 3.0 3.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
- ↑ ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები: ამბოხების ნაპერწკალი
- ↑ კატალიზატორი: გაიძვერა ერთი: რომანი
- ↑
სამოქმედოდ ხმობა, ფაქტების გალერეა StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (სლაიდი 3)