წინააღმდეგობა იყო მცირე შეიარაღებული მოძრაობა, რომელიც ლეია ორგანამ პირველი ორდენის წინააღმდეგ საბრძოლველად დააარსა. იგი შთაგონებული იყო რესპუბლიკის აღდგენის ალიანსით, გალაქტიკური სამოქალაქო ომის მიწურულს, როდესაც ახალი რესპუბლიკის ინიციატივით ხელი მოეწერა სამხედრო განიარაღების დოკუმენტს — მას შემდეგ, რაც გალაქტიკური იმპერიის ნარჩენებთან გაფორმდა გალაქტიკური შეთანხმება. ორგანას მიაჩნდა, რომ იმპერია, რომელიც უცნობ რეგიონებში იმალებოდა, კვლავ საფრთხეს წარმოადგენდა. როდესაც მისი ფერფლიდან პირველი ორდენი აღმოცენდა, ლეიამ რესპუბლიკას მიმართა და ამ საშიშროების შესახებ ესაუბრა. თუმცა, მას არავინ ენდობოდა და შეშლილადაც მიაჩნდათ. გალაქტიკური სენატის რიგებში მისი სახელი ისედაც შეილახა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მამამისი დართ ვეიდერი იყო. მომძლავრებული ცენტრისტების ფრაქციის დიდი ნაწილს, ამასთან, პირველ ორდენთან კავშირი ჰქონდა. ამრიგად, ორგანამ ღიად ჩამოაყალიბა წინააღმდეგობა, რათა ახალ საფრთხეს დაპირისპირებოდა.
პირველ ორდენთან დაპირისპირების პერიოდში წინააღმდეგობას იმედი ჰქონდა, რომ მათ დაეხმარებოდა ოსტატი ჯედაი ლუკ სკაიუოკერი. დიდი ბრძოლისას მათ გაანადგურეს მოწინააღმდეგეთა კუთვნილი ბაზა სტარკილერი, სუპერიარაღი, რომელმაც მანამდე მთელი ნოსნიური სისტემა გააცამტვერა და, მასთან ერთად, გალაქტიკური სენატიც, რომელიც, ბრმად, მოთმინებით ეპყრობოდა პირველი ორდენის ქმედებებს. ბაზა ბაზა "სტარკილერზე" დარტყმა წარმატებით განხორციელდა. მოგვიანებით წინააღმდეგობამ მაინც მიაგნო სკაიუოკერს.
თუმცა, გამარჯვება ხანმოკლე აღმოჩნდა. პირველი ორდენის მხრიდან კონტრშეტევისას და დევნისას წინააღმდეგობის შეიარაღებული ძალები და ტექნიკა მეტწილად განადგურდა. თუმცა, წინააღმდეგობამ შეძლო და კრეიტის ბრძოლისას გაექცა პირველ ორდენს და დაიწყო ძალების აღდგენა.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: წინააღმდეგობის აღზევება — "პო გადასარჩენად მოდის"
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: წინააღმდეგობის აღზევება — "რათტარების უსიამოვნება" (მხოლოდ ხსენება, შესავალში)
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: წინააღმდეგობის აღზევება — "სინდისის შეტევა" (მხოლოდ ხსენება)
- LEGO Star Wars: The Force Awakens
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ყველა ვარსკვლავი — "დროიდების გადარჩენის მანევრი"
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ყველა ვარსკვლავი — "ძალაუფლება ჯაკუზე"
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ყველა ვარსკვლავი — "რაც აფრინდება..."
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ყველა ვარსკვლავი — "იაბ ნაბი!"
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ყველა ვარსკვლავი — "მისია მაზთან ერთად"
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ყველა ვარსკვლავი — "დაზვერვა ლეიასთვის"
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ყველა ვარსკვლავი — "წინააღმდეგობის გაქცევა"
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ყველა ვარსკვლავი — "გასეირნება BB-8-სთან ერთად"
- Star Wars Resistance Racer
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აღნიშნეთ სეზონი — "ბრძოლა სითშობისას"
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: საშიში ისტორიები
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga
"პირველი ორდენის გამანადგურებლები" — LEGO Star Wars 97
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აღნიშნეთ სეზონი — "LEGO-ს ვარსკვლავური ომები: 25 წელი"
- BB-8 და თოვლის მონსტრი (გაუქმებული)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3
The Resistance Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VIII: უკანასკნელი ჯედაი
- ↑
ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი, ატრიბუტიკა გამოიფინება SDCC-ზე StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- ↑ პო დემერონი 1
- ↑
ვარსკვლავური ომები: წინააღმდეგობა — "დაშვება"
- ↑ ვარსკვლავური ომები: აჯანყებულთა დოკუმენტები
- ↑ 8.0 8.1 წინააღმდეგობის აღორძინება
- ↑ Star Wars: The Black Series
- ↑ 10.0 10.1 10.2 ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: ვიზუალური ლექსიკონი
- ↑ Star Wars Battlefront II
- ↑ ერთგულება 4
- ↑ პო დემერონი: ბორტის ჟურნალი
- ↑ ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი: ვიზუალური ლექსიკონი
- ↑ "რობოტების წინააღმდეგობა" — წინააღმდეგობის ეპოქა: სპეციალური გამოშვება 1
- ↑ ერთგულება 1
- ↑ Star Wars: Galaxy's Edge
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება
- ↑ ვარსკვლავური ომები: ფრონტის წინა ხაზებზე