ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

წინააღმდეგობის ეპოქა: სპეციალური გამოშვება 1 არის მესამე გამოშვება კომიქსების სერიიდან ვარსკვლავური ომები: წინააღმდეგობის ეპოქა. იგი გამოიცა Marvel Comics-ის მიერ 2019 წლის 31 ივლისს.

გამოშვება შეიცავს ბრია ლავორნას მიერ დაწერილ ესეს.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

ᲪᲐᲚᲙᲔᲣᲚᲘ ᲡᲞᲔᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲡᲐᲧᲕᲐᲠᲔᲚᲘ ᲞᲔᲠᲡᲝᲜᲐᲟᲔᲑᲘᲗ ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲝᲛᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲢᲠᲘᲚᲝᲒᲘᲘᲓᲐᲜ! ვარსკვლავური ომების ფანებმა წინააღმდეგობის მეთაური და ლეია ორგანას მესაიდუმლე ᲕᲘᲪᲔᲐᲓᲛᲘᲠᲐᲚᲘ ᲔᲛᲘᲚᲘᲜ ᲰᲝᲚᲓᲝ პირველად გაიცნეს 2017 წლის „უკანასკნელ ჯედაიში“ მისი ამბის დასასრულს — ახლა კი იხილეთ მისი ტრიუმფალური დასაწყისი! ივლისში, ჰიუგოს ჯილდოს მფლობელი ავტორი გ. უილოუ უილსონი (ᲛᲘᲡᲡ ᲛᲐᲠᲕᲔᲚᲘ) იკვლევს მნიშვნელოვან კონფლიქტს ჰოლდოს ადრეულ კარიერაში, რომლითაც ახალგაზრდა ქალი დაიწყებს სვლას აჯანყებაში საკუთარი თავის გმირულად დამკვიდრებისკენ! საშიში მტრის ხელში მოხვედრილი ხომალდით ჰოლდომ უნდა მოატყუოს მოწინააღმდეგე და, ამავე დროს, თანამემამულეებს მოუპოვოს თავდაჯერება. ილუსტრირებულია ელზა შარატიეს [sic] მიერ! უსინდისო, ტაკოდანელ „მეკობრეთა დედოფალ“ ᲛᲐᲖ ᲙᲐᲜᲐᲢᲐᲡ ეჩვენებოდა, რომ ბარის მფლობელობისა და კონტრაბანდისტებთან მუშაობის ათასზე მეტი წლის განმავლობაში ყველაფერი უნახავს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ დამნაშავეთა კრიმინალური სამყარო ყოველთვის ახალი სიურპრიზებით სავსეა…განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი ᲰᲐᲜ ᲡᲝᲚᲝᲡ და ᲩᲣᲑᲐᲙᲐᲡ დავალებას აძლევს! ამბის ავტორია ტომ ტეილორი (ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒᲝᲑᲘᲡ ᲔᲞᲝᲥᲐ)! ხოლო პო დემერონის ერთგული ასტრომექანიკოსი დროიდი BB-8 ვერ ასცდება უსიამოვნებას. მისი მისიები ყოველთვის იქცევა მასშტაბურ თავგადასავლებად! და თუკი ეს მის მეგობრებსა და გმირული წინააღმდეგობის თავისუფლებისთვის მემბრძოლებს გამარჯვებას მოუპოვებს, პატარა დროიდი არაფერს შეუშინდება, რათა დავალება შეასრულოს! ამბის ავტორია ᲙᲠᲘᲡ ᲔᲚᲘᲝᲞᲣᲚᲝᲡᲘ!

შიგთავსი[]

მედია[]

გამოცემები[]

გარეკანების გალერეა[]

კრებულები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

გარე ბმულები[]

Advertisement