- "წყალი! წყალი! არის წყალი?"
- ―ფინი

მონ-კალამარების და კუორენების წყალქვეშ ბრძოლა.
წყალი იყო სითხე, აუცილებელი სიცოცხლის ფორმების დიდი ნაწილის საარსებოდ, იქნებოდა ეს ცხოველი თუ მცენარე, გონიერი ან არაგონიერი არსება. მრავალი პლანეტა, მაგალითად, კამინო[1], მონ-კალა[2] და კუილა, დაფარული იყო მთელი ოკეანეებით და სხვადასხვა რასა, მაგალითად, მონ-კალამარები, კუორენები და განგანები, ვითარდებოდნენ და არსებობდნე წყლის ქვეშ ან მის მახლობლად[1]. გვალვიან პლანეტებზე, როგორიც იყო ტატუინი, ტენიანობის მომპოვებელი ფერმერები ატმოსფეროდან წყლის მოსაპოვებლად ამაორთქლებლებს იყენებდნენ. ადგილობრივი ტასკენები თვლიდნენ, რომ წყალი წმინდა იყო, რის გამოც კოლონისტების[3] მიერ ორგანიზებულ ფერმებს ხშირად ესხმოდნენ. ტატუინზე წყალი სინამდვილეში უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ოქრო[4]. ჯაკუზე, კიდევ ერთ უდაბურ პლანეტაზე, წყალი ასევე ფასობდა და მათ ადგილობრივი ჯართით მოვაჭრე უნკარ პლანტი ყიდდა საკვებ რაციონთან ერთად (რომლის გააქტიურება წყლით შეიძლებოდა)[5]. წინააღმდეგობის ჯაშუშ ვი მორადის თქმით, ადამიანი უწყლოდ მხოლოდ რამდენიმე დღე ძლებდა, თუმცა თავად ერთხელ სამი დღის განმავლობაში უწყლოდ ყოფნის შემდეგ მაინც გადარჩა[6].
გამოჩენები[edit | edit source]
არაკანონიკური გამოჩენები[edit | edit source]
- სითების შურისძიება: ეპიზოდი III (LEGO-ს ვარსკვლავური ომები)
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ყველა ვარსკვლავი – ლენდოს/ჰანის და ჩუის საპასუხო დარტყმის ამბავი
- ვარსკვლავური ომები: ეპიკური გორგალები: იმპერიის საპასუხო დარტყმა
- დრაკონგველი შველის R2-D2-ს — გარკვეული თვალთახედვით: იმპერიის საპასუხო დარტყმა