ხელჯოხი ეწოდებოდა საშუალებას, რომლითაც ცალკეულ პირს შეეძლო გადაადგილება. ცალკეულ შემთხვევებში იგი აღნიშნავდა ამ პირის სტატუსსაც.
ხელჯოხს მრავალი პირი ფლობდა. მაგალითებია იმპერატორი პალპატინი[1] და ოსტატი ჯედაი იოდა[2] — უკანასკნელის მფლობელობაში იყო გიმერული ჯოხი, რომელიც მას ვუკებმა გადასცეს.[3]
ძალისადმი მგრძნობიარეები იყენებდნენ ხელჯოხის სინათლის მახვილებს (მაგალითად, მოხუცი ოსტატი ტერა სინუბე და ყოფილი სითი ლორდი მოლი[4]).
ლენდონის ბალთაზარ კალრისიანი იავინის ბრძოლიდან 35 წელს[5] ატარებდა ხელჯოხს, რომლის თავს ჰქონდა ღრუბლების ქალაქის ფორმა, ხოლო ზედაპირზე ამოტვიფრული იყო მფლობელის სახელ-გვარი.[6]
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
წყაროები[]
- Star Wars Helmet Collection 25 (Weapons & Uniforms: უტაპაუნები)
- ვარსკვლავური ომები: ვიზუალური ენციკლოპედია
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი (პირველად ნახსენები როგორც ხელჯოხი)
- Disney-ს გალერეა: მანდალორელი — მემკვიდრეობა
- Disney-ს გალერეა: მანდალორელი — როლები
- Disney-ს გალერეა: მანდალორელი — პრაქტიკული
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო შეტევა
- ↑ ვარსკვლავური ომები: სრული ვიზუალური ლექსიკონი, ახალი გამოცემა
- ↑ ვარსკვლავური ომები: ვიზუალური ენციკლოპედია
- ↑ ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი უთითებს, რომ სკაიუოკერის აღზევების მოვლენები ვითარდება „სტარკილერის“ მიერ გამოწვეული ჰოსნიან-პრაიმის განადგურებიდან ერთი წლის შემდეგ. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ჰოსნიან-პრაიმი განადგურდა იავინის ბრძოლიდან 34 წელს, ანუ სკაიუოკერის აღზევების მოვლენები, სადაც ლენდონის ბალთაზარ კალრისიანი ნაჩვენებია თავისი ხელჯოხით, მიმდინარეობს 35 წელს.
- ↑ ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი