აყვავებული რესპუბლიკის ეპოქაში დრენგირებმა დახოცეს გარე რგოლის პლანეტა დეივაკის მრავალი მკვიდრი. გონიერი ხორცისმჭამელი მცენარეები გალაქტიკურ მიჯნაზე გამოჩნდნენ რამდენიმე თვით ადრე. ამას მოჰყვა ჯედაების ორდენის და ჰატების კლანის გაერთიანება და მათ წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა. ოსტატი ჯედაი ევარ კრისი და ჰატი მეომარი მიარგა ანჯილიაკ ატირუე მეთაურობდნენ ძალებს, რომელიც დეივაკზე მცენარეებს ებრძოდნენ. მას შემდეგ, რაც კრისმა შუქურა „ვარსკვლავური ნათებიდან“ იხმო დამატებითი ძალები, რაინდმა ჯედაი კივ ტრენისმა და ოსტატმა სსკირმა შეაღწუეს დრენგირთა ძირეულ გონებაში და დიდი წინაპრის, პირველი დრენგირის ადგილსამყოფელი დაადგინეს. მცენარისებრ არსებებს ამან დარტყმა მიაყენა და მათ უკან დაიხიეს. ამის შემდეგ კრისმა დაგეგმა პირდაპირი დარტყმა მათ პლანეტაზე, რათა დრენგირთა საფრთხე სამუდამოდ ამოეძირკვათ.[5]
გამოჩენები[]
- აყვავებული რესპუბლიკა (2021) 6 (პირველი გამოჩენა)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 აყვავებული რესპუბლიკა (2021) 5
- ↑ აყვავებული რესპუბლიკა (2021) 7
- ↑ აყვავებული რესპუბლიკა: ქარიშხლის დასაწყისი
- ↑ ვარსკვლავური ომების წიგნი განსაზღვრავს, რომ შუქურა „ვარსკვლავური ნათება“ გაუშვეს ახალი იმედის მოვლენებამდე 232 წლით ადრე. ეს იგივეა, რაც 232 იბ დათარიღების სისტემით, რომელსაც იყენებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი. აყვავებული რესპუბლიკა: ჯედაების ნათება აღწერს შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ გაშვების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ამიტომ, მისი მოვლენებიც ამავე წელს ვითარდება. მოახლოებულ ქარიშხალში ევარ კრისი მეთაურობს მისიას დრენგირთა პლანეტაზე. კომიქსის აყვავებული რესპუბლიკა (2021) 6 ბოლოს ნაჩვენებია, თუ როგორ ემზადება იგი გამგზავრებისთვის, ამრიგად, კომიქსში, სადაც აგრეთვე ნაჩვენებია ხოცვა-ჟლეტა დეივაკზე, მოვლენები ვითარდება იმავე წელს, რაც წიგნში.
- ↑ 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 5.10 5.11 5.12 5.13 5.14 5.15 აყვავებული რესპუბლიკა (2021) 6