ჯ'ჰარა იყო ყოფილი ჯედაის, ნაკ მედის ქალიშვილი. მის შვილიშვილს, კარ ნუკ სინს, დაეწყო თავის ტკივილები და გონების დაკარგვები. ამიტომ ჯ'ჰარამ ჩათვალა, რომ სინი ძალისადმი მგრძნობიარე იყო. კარ ნუკ სინის მშობლებს სურდათ, ბიჭუნა სამედიცინო მუშაკებს შეემოწმებინათ, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ მას ტვინის პრობლემები ჰქონდა. შემოწმებისას ჯ'ჰარამ სცადა, ეჩვენებინა სინისთვის, თუ როგორ შეიძლებოდა ზებუნებრივი თვისებების გამოყენება. როდესაც ბიჭუნა ჩვიდმეტი წლის იყო, ჯ'ჰარა გარდაიცვალა და, უკანასკნელ ჟამს, ურჩია შვილშვილს, ემოგზაურა გალაქტიკაში და დაედგინა, თუ რა ბედისწერა ელოდა.[3]
გამოჩენები[]
- ძალის შემგროვებელი (პირველი გამოჩენა) (მოგონებებიდან)
- ძალის შემგროვებელი, აუდიოწიგნი (მოგონებებიდან)
წყაროები[]
- Lucasfilm წარადგენს გამოცემების სრულ პროგრამას 'მოგზაურობა სკაიუოკერის აღზევებამდე' - ექსკლუზიურად StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (პირველი ხსენება)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ როგორც უთითებსძალის შემგროვებელი, ჯ'ჰარა დაუვადა ჯედაების დიდ წმენდამდე. როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, ამ უკანასკნელის დაწყების თარიღია 19 იბ.
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ ძალის შემგროვებლის მოვლენათა განვითარების დროა 32 იბშ. ვინაიდან ჯ'ჰარას დაღუპვა აღწერილია სცენაში, რომელიც ვითარდება რომანის მოვლენებამდე, ვასკვნით, რომ იგი დაიღუპა იავინის ბრძოლიდან 31 წლამდე.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 ძალის შემგროვებელი