ჯაი კელი იყო მამრობითი სქესის კადეტი, რომელიც სწავლობდა ლოთალზე მდებარე ნორჩი იმპერიელების აკადემიაში, გალაქტიკური იმპერიის ჩამოყალიბებიდან 15 წლის შემდეგ. ცნობილი იყო მისი დედა, რომელიც იმავე პლანეტაზე ცხოვრობდა. სწავლის პერიოდში შედიოდა ქვედანაყოფ „ორეკში“, რომელიც, თავის მხრივ, ექვემდებარებოდა რაზმ LRC077-ს. კელს ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა ზერ ლეონისთან და პანდაკ საიმსთან, მაგრამ ნაჟროს ოლეგთან სირთულეები ჰქონდა.
ორეკს მოგვიანებით შეუერთდნენ დევ მორგანი, ძალისადმი მგრძნობიარე აჯანყებული და მომავალი ჯედაი, ეზრა ბრიჯერი. ბრიჯერი ამ დროს იმპერიული შტაბიდან გეგმავდა დეშიფრატორის მოპარვას, რომელშიც კაიბერ-ბროლების პარტიის ადგილმდებარეობა ინახებოდა. კელის და მორგანის ქმედებებმა მიიქციეს გრანდ-ინკვიზიტორის ყურადღება, რომელიც ატარებდა საიდუმლო პროგრამას, პროექტი „მომკელს“. ეს პროგრამა ითვალისწინებდა ძალისადმი მგრძნობიარეთა პოვნას. შეიტყო რა, ინკვიზიტორის გამოჩენის შემდეგ, ბრიჯერმა, ლეონისთან ერთად, კელი დაითანხმა იმპერიული აკადემიიდან გაქცევაზე. სპექტრების დახმარებით კელი და მისი დედა მიიმალნენ.
ოთხი წლის შემდეგ, უკვე რაიდერ აზადის ლოთალის წინააღმდეგობის ჯგუფის წევრი, კელი კვლავ შეხვდა სპექტრებს. ამჯერად ისინი ლოთალზე აჯანყებულთა ალიანსის წინამძღოლ მონ მოთმას დავალებით ჩავიდნენ, რაიდერის შეტყობინების გამო, რომლის თანახმად იმპერია პლანეტაზე ახალ TIE დამცველზე მუშაობდა. ჯაი ბრიჯერს და საბინ რენს დაეხმარა დამალვაში და დაპატიმრებისგან თავის არიდებაში, მოგვიანებით კი სპექტრებს დაეხმარა ოკუპირებული ჯოთალითან საკანალიზაციო სისტემით გაქცევაში. ის აგრეთვე მონაწილეობდა მოპარული ელიტური TIE-ს ჰიპერძრავის პოვნაში და საჰაერო თავდაცვის იმ ძალების განადგურებაში, რომლებიც იმპერიული არსენალის კომპლექსს იცავდნენ.
იავინის ბრძოლიდან 9 წლისთვის კელი გახდა ახალი რესპუბლიკის სენატის სენატორი. გუბერნატორ აზადისთან ერთად მან ლოთალის დედაქალაქში გახსნა სპექტრების ფრესკა.
გამოჩენები[]
- იმპერიის მსახურები: აჯანყებული რიგებში
- ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — წყობის რღვევა (პირველი გამოჩენა)
- იმპერიის მსახურები: იმპერიული სამართლიანობა (მხოლოდ ხსენება)
- იმპერიის მსახურები: საიდუმლო აკადემია (მხოლოდ ხსენება)
- ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — ოკუპაცია
- ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — დამცველის გაფრენა
- ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — მოკეთეები
- ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — კროლერის მეთაურები
- ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — აჯანყებულთა შეტევა
- ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — ჯედაის ღამე
- ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — ᲓᲘᲣᲛᲘ
- ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — ბრიყვის იმედი
- ასოკა — პირველი ნაწილი: მასწავლებელი და შეგირდი
წყაროები[]
- ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: ვიზუალური ცნობარი
- წყობის რღვევა | ეპიზოდების ცნობარი | ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები | ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: დეტალური გახსენება — Star Wars Insider 156 (მხოლოდ გამოსახულება)
- აჯანყებული რიგებში და უფრო დიდი თხრობის განვითარება StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: აჯანყებულთა ძალა!
- ნაწებების სრული კოლექცია: ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: აჯანყებულთა საიდუმლოებანი
- ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: ვიზუალური ცნობარი: ეპიკური ბრძოლები
- Star Wars Helmet Collection 36 (Databank A-Z: კატ ლოკუეინი–ლოთალი)
- Star Wars: Build Your Own X-Wing 37 (Starfighter Aces: ველენ რუდორი – იმპერიული ფლოტის ელიტური პილოტი)
- სრული ვარსკვლავური ომები: ახალი გამოცემა
- იმპერიული აკადემია Databank-ში (არქივის ბმული) (მხოლოდ გამოსახულება)
- ჯაი კელი Databank-ში (არქივის ბმული)
- ოლეგი Databank-ში (არქივის ბმული)