ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

ჯაკუს ბრძოლა: უკანასკნელი მიჯნა 1 არის პირველი გამოშვება კომიქსების 2024 წლის კანონიკურ მინისერიაში ვარსკვლავური ომები: ჯაკუს ბრძოლა: უკანასკნელი მიჯნა. მისი ტექსტის ავტორია ალექს სეგურა, ხოლო მხატვრები — ჯეთრო მორალესი და ლეონარდ კირკი. გამოშვება გამოიცა Marvel Comics-ის მიერ, 2024 წლის 25 დეკემბერს. მასში აგრეთვე შეტანილია დამატებითი მოთრობა "მცდარი ისტორიები".

შეჯამება გამომცემლობისგან[]

ᲑᲜᲔᲚᲘ ᲫᲐᲚᲘᲡ ᲨᲔᲢᲔᲕᲐ ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜᲡ ᲨᲔᲥᲛᲜᲘᲚᲘ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲘᲡ ᲨᲣᲐᲒᲣᲚᲨᲘ, ᲠᲐᲪ ᲧᲕᲔᲚᲐᲡ ᲨᲔᲐᲮᲡᲔᲜᲔᲑᲡ, ᲠᲝᲛ ᲒᲐᲚᲐᲥᲢᲘᲙᲐ ᲯᲔᲠ ᲙᲘᲓᲔᲕ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝ! ჩანდრილაზე თავდასხმაა! აღზევება ნაცნობი მტრის — კეთილგონიერების ზღვარზე მყოფის! ᲚᲔᲜᲓᲝ ᲙᲐᲚᲠᲘᲡᲘᲐᲜᲡ და პილოტების ნაირფეროვან გუნდ თავს ესხმის უცნობი ფლოტი! ᲰᲐᲜ ᲡᲝᲚᲝᲡ დაბრუნება?!

შესავალი ტიტრი[]

ᲨᲔᲪᲓᲝᲛᲐᲨᲘ ᲨᲔᲧᲕᲐᲜᲘᲚᲘ ᲓᲐ ᲙᲕᲚᲐᲕ ᲓᲐᲑᲐᲓᲔᲑᲣᲚᲘ
ენდორის ბრძოლის და მეორე სიკვდილის ვარსკვლავის განადგურების შემდეგ გალაქტიკაში გაურკვევლობაა. მართალია, აჯანყებულები მშვიდობისკენ მიმავალ გზას აგებენ, ქაოსისა და დანგრევის მსურველები კვლავ არსებობენ. ომი გრძელდება….

ენდორის ბრძოლის შემდეგ იმპერიული მიზნების ერთგული ახალი საფრთხე წარმოიშვა — ანოატის სექტორის გუბერნატორი ადელჰარდი. ახლახანს შექმნილი ახალი რესპუბლიკის მთავრობის მსახურებისას გენერალი ლეია ორგანა იძულებული იყო, წინააღმდეგობა გაეწია ადელჰარდისთვის და იმპერიის ცოცხლად დარჩენილი წინამძღოლებისთვის. ლეიამ და ლუკ სკაიუოკერმა შეკრიბეს ელიტური გუნდი, მაგრამ დამარცხდნენ ადელჰარდის მრავალ მოკავშირესთან, მათ შორის — რეინა ოსკურთან და მიღმიერის აკოლიტებთან, ისევე, როგორც კიჯიმის სუნელის კონტრაბანდისტებთან. თუმცა, ადელჰარდის კავშირები შეირყა, როდესაც რეინამ და მისმა მოღალატე მოკავშირეებმა გადაწყვიტეს მისი ლიკვიდაცია. ადელჰარდი გაიქცა, სანამ მოკლავდნენ. ახლა, მისი დამარცხების პარალელურად, ახალმა რესპუბლიკამ უკანასკნელად უნდა აღუდგეს იმპერიის დარჩენილ ძალებს….

მედია[]

გარეკანების გალერეა[]

შეტანილია გამოცემებში[]

გამოჩენები[]

ტიპის მიხედვით
პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი რასები მანქანები და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

ორგანიზმები

დროიდების მოდელები

მოვლენები

  • იმპერიული ეპოქა
    • გალაქტიკური სამოქალაქო ომი
      • თავდასხმა ჩანდრილაზე (მხოლოდ ირიბი ხსენება)
      • თავდასხმა ჩანდრილაზე (მიღმიერის აკოლიტები) (პირველი გამოჩენა, ამავე დროის მოვლენების აღწერა: "მცდარი ისტორიები" — ჯაკუს ბრძოლა: უკანასკნელი მიჯნა 1)
      • ენდორის ბრძოლა (მხოლოდ ირიბი ხსენება)
      • ჯაკუს ბრძოლა (მხოლოდ ირიბი ხსენება)
      • იმპერიელების და რესპუბლიკის სამშვიდობო მოლაპარაკება (მხოლოდ ირიბი ხსენება)
      • რკინის ბლოკადა (მოგონებებიდან)
        • თავდასხმა სკიპტრაზე (მხოლოდ ირიბი ხსენება)
        • მისია ანოატის სექტორში (მოგონებებიდან)

ადგილები

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

მანქანები და გემები

იარაღები და ტექნოლოგია

სხვადასხვა


წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

დამატებითი ბმულები[]

სხვა ენებზე