FANDOM


Premium-Eras-canon
"იცი, მე ვფიქრობ, ჯარ ჯარი ოდნავ უცნაური არსებაა."
C-3PO-ს საუბარი R2-D2-თან[წყარო]

ჯარ ჯარ ბინკსი (ან ჯა ჯა ბინკსი) იყო მამრობითი სქესის გუნგანი, გუნგანთა დიადი ჯარის მეთაური და პოლიტიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნაბუს სავაჭრო ფედერაციის მიერ დაპყრობის პერიოდში. აგრეთვე მნიშვნელოვანი იყო მისი მონაწილეობა კლონთა ომების პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებში. თავდაპირველად ჯარ ჯარი, თავისი ექსცენტრული ხასიათის გამო, გუნგანებმა გააძევეს საკუთარი სამეფოდან, მაგრამ მან კვლავ მოიპოვა ნდობა, როდესაც შეუერთდა პადმე ამიდალას და ნაბუს დაეხმარა გუნგანების მეთაურ ბოს რუგორ ნასთან საერთო ენის პოვნაში. შემდგომში, როდესაც ამიდალა თავისი პლანეტის წარმომადგენელი სენატორი გახდა, იგი გალაქტიკურ სენატში უმცროსი წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა.

ნაბუს კრიზისიდან ათი წლის თავზე, როდესაც იმატა დაძაბულობამ გალაქტიკას და დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციას შორის, გაჩნდა გალაქტიკური ომის საშიშროება. ამიდალას (რომელსაც სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა) არყოფნისას, უზენაესმა კანცლერმა შივ პალპატინმა ბინკსი დაითანხმა, რათა უკანასკნელს კენჭი ეყარა კანცლერისთვის რესპუბლიკის დიადი ჯარის შექმნის პრივილეგიის მისანიჭებლად. მის გაძლიერებას მოჰყვა ჯეონოსისის ბრძოლა, რითაც დაიწყო კლონთა ომები. ამ პერიოდში ბინკსი გალაქტიკურ სენატში რამდენიმე დიპლომატიურ მისიაში მონაწილეობდა.

თუმცა, ჯარ ჯარის დაუფიქრებელი ნაბიჯის შედეგად, უზენაესმა კანცლერმა, რომელიც ამავე დროს სითი ლორდი, დართ სიდიუსი იყო, მოიპოვა დიდი ძალაუფლება და რესპუბლიკა იმპერიად აქცია. შემდგომ წლებში ბინკსი მშობლიურ ნაბუზე კვლავ განდევნილად იქცა, ვინაიდან ყველამ იცოდა იმპერიის აღზევებაში მისი მონაწილეობის შესახებ. ჯაკუს ბრძოლის დროისთვის, იგი თიდის ქუჩებზე მუსიკოსის სახით დახეტიალობდა. უფროსები მას დასცინოდნენ, მაგრამ ყრმებს მხიარული გუნგანი მოსწონდათ.

გამოჩენები

არაკანონიკური გამოჩენები

შენიშვნები და სქოლიო

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.