ჯედაების დიდი წმენდა (19 იბ—3 იბ), იგივე ომი ჯედაების წინააღმდეგ, იყო პერიოდი, რომლის დროს ჯედაების ორდენი განადგურდა სითების მიერ, ხოლო გალაქტიკურმა იმპერიამ ჯედაები თითქმის სრულად ამოწყვიტა. განადგურების საწყისები მომდინარეობდა ჯერ კიდევ სითების წინააღმდეგ უძველესი ომებიდან — სითების ჯედაების მიერ თითქმის მთლიანად განადგურებიდან. სითები ფარულად მოქმედებდნენ და ჯედაების ორდენის საბოლოო განადგურებას გეგმავდნენ. სითების დამარცხებიდან ათასი წლის შემდეგ დართ სიდიუსმა, სინამდვილეში სენატორმა და უზენაესმა კანცლერმა პალპატინმა, გალაქტიკა ჩაითრია კლონების ომებში, რასაც მოჰყვა მისთვის საგანგებო აღმასრულებელი ძალაუფლების გადაცემა. ომის მეშვეობით მან მოახდინა სენატის მანიპულირება და მოტყუება და მისმა კაბინეტმა თითქოს უსაფრთხოების მიზნით მიიღო ფაქტობრივად უკონტროლო აღმასრულებელი ძალაუფლება. გარდ აამისა, კლონების ჯარის ყოველ სამხედროს, რომელიც რესპუბლიკის სამხედრო სამსახურში იყო, სითების ძალისხმევით ჩადგმული ჰქონდა ბიობარათები, რომელთა ამოქმედება იწვევდა ბრძანების გამცემისადმი სრულ მორჩილებას და კლონებს მეთაური ჯედაების მოკვლისკენ უბიძგებდა.
ჯედაების წმენდა დაიწყო კლონების ომების მიწურულს. ანაკინ სკაიუოკერმა, რაინდმა ჯედაიმ, რომელსაც რჩეულად მიიჩნევდნენ და უქადიდნენ სითების განადგურებას, დაადგინა, რომ პალპატინი სითი ლორდი იყო და ამის შესახებ შეატყობინა ოსტატ ჯედაი მეის უინდუს. სიდიუსის მიერ „ჯედაების აჯანყებად“ წოდებული ოპერაციისას უინდუ და სამი ოსტატი დაუპირისპირდნენ კანცლერს, რომელმაც თავდაპირველად უინდუს გარდა ყველა მოკლა. სინათლის მახვილებით ბრძოლისას უინდუმ თითქოს გაიმარჯვა, მაგრამ დაპირისპირებაში ჩაერია ანაკინი, რომელსაც კანცლერი ჰპირდებოდა ძალის ბნელი მხარის დახმარებით მისი ცოლის, პადმე ამიდალას სიკვდილისგან გადარჩენას. უინდუ სიდიუსის მოკვლას აპირებდა, მაგრამ სკაიუოკერის ჩარევის შემდეგ სიდიუსმა დაასრულა დაწყებული და, მას შემდეგ, რაც ანაკინმა მეისს მახვილიანი ხელი მოჰკვეთა, ბნელმა ლორდმა საბოლოოდ მოკლა ოსტატი ჯედაი. სკაიუოკერი გახდა სითი ლორდი დართ ვეიდერი და სათავეში ჩაუდგა ჯედაების ტაძრის ალყას, რომლის დროს მასში მყოფები დახოცა. სანამ იგი ტაძარში იმყოფებოდა, სიდიუსმა გასცა ბრძანება 66, რამაც აამოქმედა კლონების ბარათები და ისინი აიძულა, ეღალატათ და მოეკლათ ჯედაები. ამას მოჰყვა ჯედაების ორდენის დამარცხება და თითქმის სრული განადგურება. ჯედაებს კლონების ომების მიწურულს მოღალატეები ეწოდათ და სიდიუსმა თავი გამოაცხადა იმპერატორად და აღადგინა სითების იმპერია, გარდაქმნა რა რესპუბლიკა გალაქტიკურ იმპერიად. თუმცა, იმ ჯედაების მცირე რიცხვი, რომლებიც ბრძანების გაცემისას არ იმყოფებოდნენ კლონებთან ერთად ან გადაურჩნენ სიდიუსის მახეს, სითებს შემდგომ წლებში უპირისპირდებოდნენ.
იმპერიის ეპოქის დროს გადარჩენილ ჯედაებს კვლავ ეძებდნენ. ვეიდერის ინკვიზიტორების წინამძღოლი, გრანდ-ინკვიზიტორი, ერთ დროს ჯედაების ტაძრის გუშაგი უტაპაუდან, პლანეტა ლოთალზე ეძებდა აჯანყებულებს, რომლებსაც მეთაურობდა ყოფილი პადავანი, კენან ჯარუსი. ამ აჯანყებულთა ძალისხმევით ჩამოყალიბდა რესპუბლიკის აღდგენის ალიანსი, რომელიც იმპერიას გალაქტიკური სამოქალაქო ომის დროს დაუპირისპირდა. წმენდის საბოლოო ბრძოლად ითვლება მისია მალაქორზე, რომლის დროს დაბრუნდა ყოფილი სითი ლორდი მოლი, ხოლო ვეიდერი პირისპირ შეხვდა ყოფილ პადავან ასოკა ტანოს.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: სითების შურისძიება
- უილიამ შექსპირის „სითების შურისძიების ტრაგედია“: ვარსკვლავური ომები, ნაწილი მესამე
- ვარსკვლავური ომები: ეპიკური გორგალები: ახალი იმედი
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები — მისია მოს-აიზლიში (მოგონებებიდან)
- Star Wars: Galaxy of Heroes
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები — კრიზისი კორუსანტზე (მოგონებებიდან)
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები — ნაპოვნი გმირი (მხოლოდ ირიბი ხსენება)
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga
- ვარსკვლავური ომები: ხედვები — სოფლელი პატარძალი (საკამათო კანონიკურობა) (მხოლოდ ხმა)
- ვარსკვლავური ომები: ხედვები — T0-B1 (საკამათო კანონიკურობა)
- ვარსკვლავური ომები: ხედვები — ტატუინური რაფსოდია (მოგონებებიდან) (საკამათო კანონიკურობა)