ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის კანონიკურ ვერსიას.  დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის ლეგენდარულ ვერსიაზე. 

"ეს მე გავაკეთე. ვინაიდან, მივედი იმ დასკვნამდე, რომ რესპუბლიკაში ბევრი უნდა მიხვდეს — სწორედ ჯედაები აგებენ პასუხს ამ ომისთვის. რომ იმდენად აგვებნა გზა, რომ ამ კონფლიქტში ბოროტებად ვიქეცით, რომ სწორედ ჩვენ, ყველა, უნდა წარვდგეთ სასამართლოს წინაშე! და ჩემი ტაძარზე თავდასხმაც იყო თავდასხმაზე იმაზე, თუ რად იქცნენ ჯედაები: ბნელი მხარისთვის მებრძოლ არმიად, რომელმაც დატოვა ჩვენთვის ერთ დროს ესოდენ ძვირფასი სინათლე. რესპუბლიკა აგებს! მხოლოდ დროის საკითხია."
―ბარის ოფის სასამართლოზე საუბრიდან[წყარო]

ჯედაების ტაძრის ანგარის დაბომბვა მოხდა კლონთა ომების მიწურულს. პადავანმა ბარის ოფიმ — რომელიც იმედგაცრუებული იყო ჯედაების ორდენის, მშვიდობის მცველების ტაქტიკით, რომლის შედეგაც გალაქტიკური რესპუბლიკა გაეხვია დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციასთან დიდ ომში — განახორციელა ეს ტერორისტული ქმედება. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ექვსი რაინდი ჯედაი, რამდენიმე კლონი ჯარისკაცი და ჯედაების ტაძრის ტექნიკური მუშაკები. თავდაპირველად ეჭვმიტანელი იყო რამდენიმე სავარაუდო პირი, მათ შორის — გენერალ ენეკინ სკაიუოკერიპადავანი ასოკა ტანო, რომელსაც ბრალად ედებოდა მკვლელობები და სახელმწიფო ღალატი. მოგვიანებით თავად სკაიუოკერმა აღმოაჩინა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ოფი იყო და მისი პადავანი გაამართლეს.

გამოჩენები[edit | edit source]

წყაროები[edit | edit source]

შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]

  1. TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებიუკანონო
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებისაბოტაჟი
  3. 3.0 3.1 TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებიჯედაი, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცოდა
  4. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ სუნდარის ბრძოლა და ასოკა ტანოჯედაების ორდენიდან წასვლა მოხდა იავინის ბრძოლამდე 19 წლით ადრე. წყარო StarWars.com ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები ეპიზოდების ქრონოლოგიური თანმიმდევრობა StarWars.com-ზე (შენახული ვერსიის ბმული) გვითითებს, რომ ეს მოვლენაც მოხდა 19 წელს.
  5. 5.0 5.1 ნაძირლები და ბოროტები: გალაქტიკის ყველაზე საშიში დამნაშავეების საქმეები
  6. TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებისხვა ჯედაი
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.