- „საბჭო ისე მოიქცევა, როგორც ჩათვლის საჭიროდ.“
- ―მეის უინდუ
ჯედაების უზენაესი საბჭო, იგივე ჯედაების საბჭო, იყო ჯედაების ორდენის მართვის ორგანო. იკრიბებოდა რა კორუსანტის ჯედაების ტაძრის ერთ-ერთ კოშკში, საბჭო შედგებოდა თორმეტი ოსტატი ჯედაისგან, რომლებიც მართავდნენ ორდენს. მიუხედავად იმისა, რომ ჯედაები ემხრობოდნენ გალაქტიკურ რესპუბლიკას და მის მთავრობას გალაქტიკურ სენატს, ერთგულება შეჰფიცეს, საბჭო ინარჩუნებდა ავტონომიურ ფორმას, რათა ორდენის საქმიანობა ემართა პოლიტიკოსების მხრიდან ჩარევის გარეშე. ორდენის დამოუკიდებლობას მტკიცედ იცავდა მეის უინდუ, ერთ-ერთი ჯედაი და საბჭოს წევრი რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ წლებში. დამოუკიდებლად სენატისგან, საბჭო მეტწილად არ ენდობოდა პოლიტიკოსებს.
გალაქტიკური იმპერიის აღმასვლის დროისთვის ჯედაები რესპუბლიკას უკვე ათასი წლის განმავლობაში იცავდნენ ისე, რომ საბჭოს ჰქონდა პირდაპირი კავშირი სენატის მიერ არჩეული კანცლერის კაბინეტთან, ანუ უზენაეს კანცლერთან. კლონების ომების პერიოდში საბჭოს ჩარევით დაიწყო ომი, რომელიც მიზნად ისახავდა რესპუბლიკის დაცვას და გალაქტიკაში კონფლიქტის დასრულებას. საბოლოოდ, რესპუბლიკის ერთგული ჯედაები დამარცხდნენ ბრძანება 66-ის შესრულებისას, რასაც მოჰყვა ორდენის სრული განადგურება და სითების მმართველობის დაბრუნება. ანაკინ სკაიუოკერი, საბჭოს ერთ-ერთი წევრი, მოექცა ძალის ბნელ მხარეს და გახდა დართ ვეიდერი. როგორც სითი ლორდი, იგი გასანადგურებლად ეძებდა ყოფილ მეგობრებს საბჭოდან, რათა განემტკიცებინა მასწავლებლის, გალაქტიკურ იმპერატორ დართ სიდიუსის მმართველობა.
ვეიდერის გარდა, ორდენის განადგურებისას რამდენიმე სხვა წევრის გადარჩა. დიდი ოსტატი იოდა და ობი-ვან კენობი საბჭოში შედიოდნენ სიდიუსის აღმასვლისას და ორივემ თავს გაქცევით უშველა, როდესაც მოხდა რესპუბლიკის იმპერიად გარდაქმნა. საბოლოოდ, კენობი და იოდა ჯედაის ხელოვნებას ასწავლიდნენ ვეიდერის შვილ ლუკ სკაიუოკერს. სიკვდილის წინ იოდამ სკაიუოკერს გადასცა საკუთარი ცოდნა და დაარიგა, მოემზადებინა რაინდი ჯედაების ახალი თაობა.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- ვარსკვლავური ომები: ჯედაების ტაძრის გამოცდა — ეპიზოდი 1 (მხოლოდ ხსენება)
- უილიამ შექსპირის „მუქარის მოჩვენება“: ვარსკვლავური ომები, ნაწილი პირველი
- უილიამ შექსპირის „კლონების ჯარის შეტევა“: ვარსკვლავური ომები, ნაწილი მეორე
- უილიამ შექსპირის „სითების შურისძიების ტრაგედია“: ვარსკვლავური ომები, ნაწილი მესამე
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები — გაქცევა ენდორიდან (მოგონებებიდან)
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები — კრიზისი კორუსანტზე (მოგონებებიდან)
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ იოდა Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
- ↑ 3.0 3.1 3.2 ვარსკვლავური ომები: სრული ადგილმდებარეობები
- ↑ 4.0 4.1 4.2 ჯედაების ორდენი Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — სხვა ჯედაი