ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
ამ სტატიაში აღწერილია რომანი. იხილეთ აგრეთვე ორგანიზაცია, ცნობილი ჯედაების შვილების სახელით.

ჯედაების შვილები არის ბარბარა ჰემბლის 1995 წლის რომანი, გამოქვეყნებული Bantam Spectra-ის მიერ. მისი მოქმედება მიმდინაროებს ჯედაების აკადემიის ტრილოგიის მოვლენებიდან თვეების შემდეგ. ეს, სამწიგნიანი ციკლის ერთგვარი ნაწილი, წარადგენს კალისტა მინგს, რაინდ ჯედაის. ციკლის შემდეგი წიგნია კევინ ჯ. ანდერსონის ბნელი მახვილი. ჰემბლის აგრეთვე ეკუთვნის ციკლის უკანასკნელი რომანი, ბინდის პლანეტა. ჯედაების შვილების აუდიოვერსიის მთხრობელია ენტონი ჰილდი.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

მაგარი ყდა[]

პრინცესა ლეია, ჰან სოლო და ჩუბაკა იწყებენ მნიშვნელოვან მისიას სუსტი ახალი რესპუბლიკის გადასარჩენად. ისინი ეძებენ დიდი ხნის წინ დაკარგულ ჯედაების შვილებს და ეს მოგზაურობა მიიყვანს ბელსავისის, თითქმის მივიწყებული ყინულოვანი პლანეტის ერთ დროს სიცოცხლით სავსე ციხესიმაგრეში. ლეიამ შეიტყო, თითქოს პლანეტის სიღრმეში მდებარე კრიპტებიდან ერთ დროს ჯედაები ამოვიდნენ. მას აგრეთვე გაგონილი აქვს, რომ ნებისმიერი, ვინც კრიპტებში ჩასულა, ცოცხალი არ დაბრუნებულა.

გალაქტიკის სხვა ნაწილში ლუკ სკაიუოკერმა წამოიწყო ასეთივე სახიფათო ექსპედიცია, რომელიც, თუკი ვერ შესრულდება, სავალალოდ დასრულდება ლეიასთვის, ჰანისთვის და ჩუბაკასთვის. ავის მომასწავებელი სიზმრებით და უცნობი ძალით, რომელსაც ვერ ცნობს, ლუკი პლანეტა პზობთან მდებარე შორეული ასტეროიდული ველისკენ მიემართება. იქ იგი პოულობს ყოვლისმომცველი ომის დროინდელ პალპატინის დრედნოუტ თვალს.

დამალულს ნისლოვანი აირის ღრუბლის მიღმა და ოცდაათი წლის განმავლობაში უმოქმედო პალპატინის თვალს მართავს მეტად დახვეწილი ხელოვნური ინტელექტის სისტემა, უილი. დრედნოუტზე შეღწევის შემდეგ ლუკს ეხმარება კალისტას, ხომალდის შესაჩერებლად თავგანწირული რაინდი ჯედაის სული. ახლა ლუკმა უნდა შეიტყოს მისგან, თუ როგორ გაანადგუროს ეს ხომალდი სამუდამოდ. უილმა გაიღვიძა. პალპატინის თვალი მიემართება. მისია: ბელსავისის სრული განადგურება.

კრიპტების საიდუმლო, უილის უძლეველი ძალა, დაკარგული ჯედაები და ლუკსა და კალისტას შორის მზარდი ვნება ერთმანეთს ხვდებიან "ჯედაების შვილების" გამაოგნებელ კულმინაციაში — "ვარსკვლავური ომების" საგის უახლეს თავში.

რბილი ყდა[]

ჯორჯ ლუკასის ვარსკვლავური ომების ბლოკბასტერული ფილმების საუცხოო ქრონიკა ახალ მწვერვალებს იპყრობს როდესაც რესპუბლიკა აქამდე უდიდეს გამოწვევას ეჯახება...

ჯედაების შვილებში

პრინცესა ლეია, ჰან სოლო და ჩუბაკა იწყებენ მნიშვნელოვან მისიას სუსტი ახალი რესპუბლიკის გადასარჩენად. დიდი ხნის წინ დაკარგულ ჯედაების შვილებს ისინი ეძებენ ყინულოვან პლანეტა ბელსავისზე, რომლის ბნელი კრიპტებიდან ცოცხალი ჯერ არავინ დაბრუნებულ. ამავე დროს გალაქტიკის სხვა ნაწილში ლუკ სკაიუოკერი ასეთივე სახიფათო მისიას ასრულებს. პალპატინის თვალზე, მტრის დრედნოუტზე მოხვედრილმა ლუკმა უნდა შეძლოს ავტომატური ხომალდის განადგურება, სანამ იგი შეასრულებს მის მეტად დახვეწილ ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სისტემაში შეყვანილ მისიას: ბელსავისის სრულ განადგურებას. ამისთვის ლუკს დასჭირდება ერთ დროს ამ ხომალდის გამო თავგანწირული რაინდი ჯედაი კალისტას სულის დახმარება. კრიპტების საიდუმლო, დრედნოუტის უძლეველი ძალა, დაკარგული ჯედაები და ლუკსა და კალისტას შორის მზარდი ვნება ერთმანეთს ხვდებიან "ვარსკვლავური ომების" დიდებული საგისთვის შესაბამის კულმინაციაში.

გამოცემები[]

გარეკანების გალერეა[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

დამატებითი ბმულები[]

კალისტას ტრილოგია
ჯედაების შვილები
(აუდიოწიგნი)
ბნელი მახვილი
(აუდიოწიგნი)
ბინდის პლანეტა
(აუდიოწიგნი)