ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ჯედაების ძიებაში არის პირველი რომანი სერიიდან ჯედაების აკადემიის ტრილოგია, რომლის ავტორია კევინ ჯ. ანდერსონი. წიგნი გამოიცა 1994 წლის მარტში, Bantam Spectra-ს მიერ. მისი შემოკლებული აუდიოვერსიის მთხრობელია ენტონი ჰილდი.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

სანამ რესპუბლიკისა და იმპერიის გაფანტული ნამსხვრევების ომი გრძელდება, ორი ბავშვი — ტყუპი ჯედაები — მიიღებს ძალას დიდი ცვლილებების და გამოწვევების მქონე სამყაროში. არეულობისა და აღმოჩენების ამ დროში იწყება ვარსკვლავური ომების არაჩვეულებრივი ახალი საგა...

სანამ ლუკ სკაიუოკერი დგამს პირველ ნაბიჯს რაინდი ჯედაების ახალი ორდენის აკადემიის შესაქმნელად, ჰან სოლოს და ჩუბაკას იჭერენ პლანეტა კესელზე, სადაც იძულებით ამუშავებენ სუნელის მაღაროების წარმოუდგენელ სიღრმეებში. მაგრამ როდესაც ჰანი და ჩუი გარბიან, ისინი უიმედოდ შეაფარებენ თავს კვლევების შავი ხვრელების გროვით მოცულ იმპერიულ ლაბორატორიას და ვაის გაყრილები ვუის შეეყრებიან...

კესელზე ლუკი მისი ორი მეგობრის კვალს დაადგება, მაგრამ ისეთ განსაცვიფრებელ იარაღს შეეჯახება, რომელსაც მზის მთლიანი სისტემის განადგურება შეუძლია. ეს არის სიკვდილის მომტანი ხომალდი, „მზის მსხვრეველი“, გამოგონილი მარტოხელა გენიოსის მიერ, რომელსაც მართავს თავად ჰანი...

უწყვეტობა[]

ლუკი ფიქრობს დართ ვეიდერთან დუელის შესახებ და იხსენებს ფრაზას ლუკ, მე შენი მამა ვარ!, თუმცა ეს არის შეცდომით გაგონილი ფრაზა, რომელიც სინამდვილეში ჟღერს როგორც არა, მე ვარ შენი მამა!"

ჰანი კიპს ეუბნება, რომ ლეიასთან ერთად ვიმა-და-ბოდანალ-ჰატაზე გადაეყარა. თუმცა, ბნელ იმპერიაში აღწერილია მათი შეხვედრა ნალ-ჰატას მთვარეზე, ნარ-შადააზე.

წიგნის გარეკანზე დაალა გულმკერდზე ატარებს გრანდ-მოფის ნიშანს, თუმცა ტექსტში მითითებულია, რომ იგი არის ადმირალი.

მედია[]

გამოცემები[]

გარეკანების გალერეა[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

დამატებითი ბმულები[]

ჯედაების აკადემიის ტრილოგია
ჯედაების ძიებაში
(შემოკლებული აუდიოწიგნი)
ბნელი შეგირდი
(შემოკლებული აუდიოწიგნი)
ძალის მეომრები
(შემოკლებული აუდიოწიგნი)
Advertisement