ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Register
Advertisement
ჰოლოპედია

ჯედაები: დაცემული ორდენი — ბნელი ტაძარი 5 არის მეხუთე და საბოლოო გამოშვება კანონიკური კომიქსების სერიიდან ვარსკვლავური ომები: ჯედაები: დაცემული ორდენი — ბნელი ტაძარი. ტექსტის ავტორია მეთიუ როზენბერგი, ხოლო მხატვარი — პაოლო ვილანელი. გამოშვება გამოიცა 2019 წლის 4 დეკემბერს, Marvel Comics-ის მიერ.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

ᲔᲠᲗᲘ ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝᲡ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒ. ოსტატი ჯედაი ინო კორდოვამ სრულად უნდა გამოიყენოს ჭკუამახვილობა და მომზადება, თუკი ბნელი ტაძრის საიდუმლოების ამოხსნას აპირებს! ამასობაში პადავანი ჯედაი ცირ ჯანდა დარტყმას ახორციელებს, იმ იმედით, რომ დაასრულებს კორპორაცია „დაას“ ჯართან ბრძოლას. მაგრამ ძალიან ხომ არ დაგვიანდა? თუკი კორდოვას და ჯანდას გადარჩენის იმედი აქვთ, ონტოთო უნდა დატოვონ. და ამას მარტო ვერ შეძლებენ! წაიკითხეთ კომიქსების ეპიკური სერიის შოკისმომგვრელი დასრულება, რომელშიც ჩნდებიან ვიდეოთამაშ STAR WARS JEDI: FALLEN ORDER-ის პერსონაჟები.

შესავალი[]

ᲗᲐᲕᲘ 5 5-ᲓᲐᲜ: „ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲠᲘᲡ ᲛᲡᲮᲕᲠᲔᲕᲐ“
რაინდი ჯედაები, ერთ დროს რესპუბლიკის დამცველები, განადგურდნენ უძველესი მტრების, სითების მიერ. ახლა ჯედაების მოსაშორებლად იმპერიულმა რეჟიმმა ულმობელი ინკვიზიტორები გააგზავნა.

წარსულში იმპულსური ცირ ჯანდა და მისი მასწავლებელი, ინო კორდოვა, ჩავიდნენ პლანეტა ონტოთოზე, რათა გადაეწყვიტათ დავა კორპორაცია „დაასა“ და ადგილობრივ ფილარებს შორის, ფილარების იდუმალი ტაძრის გამო. მაგრამ დაას ქარავანზე მოულოდნელ თავდასხმას შეეწირა კორდოვას სიცოცხლე. ფილარებმა ცირი მიიღეს და დაარწმუნეს, რომ დილანტო დაამ ყოველივე ისე წარმოაჩინა, თითქოს ცირის მასწავლებელი მათ მოკლეს.

მას შემდეგ, რაც დაა ფილარებს იდუმალ ტაძარში მოსახვედრად თავს დაესხა, ცირი მის შტაბში შეიჭრა, რათა სამხედრო მოქმედებები შეეჩერებინა. სწორედ იქ მან შეიტყო, რომ მასწავლებელი ცოცხალი იყო და მას დაა უვლიდა. კორდოვას აზრით, მიმდინარე კონფლიქტის მიზეზი ისეთი მარტივი არ არის, როგორც ცირს ეჩვენება და მან დროებით შეაწყვეტინა საბრძოლო მოქმედებები, რათა ჯედაებმა ტაძრის შესწავლა მოასწრონ.

მაგრამ დაამ შეთანხმება დაარღვია და თავდასხმა ჯედაების მიერ რამე პასუხების მოძიებამდე განახორციელა. კორდოვა კი მკვლელის, ნერალის, ფილარების წინამძღოლის ბლასტერის ქვეშ არის!

მედია[]

გამოცემები[]

გარეკანების გალერეა[]

გამოჩენები[]

[დამალვა/ჩვენება]
ტიპის მიხედვით
 
პერსონაჟები არსებები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი რასები ტრანსპორტი იარაღი და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

დროიდების მოდელები

  • კორპორაცია „დაას“ დროიდი (მოგონებებიდან)
  • სამარხის მცველი (მოგონებებიდან)

მოვლენები

  • ბრძოლა ონტოთოსთვის (მოგონებებიდან)

ადგილები

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

ტრანსპორტი და გემები

  • ქარავანი (ტრანსპორტი)ქარავანი (მხოლოდ ხსენება) (მოგონებებიდან)
  • კოსმოსური ხომალდი (მოგონებებიდან)
    • კრეისერი (მოგონებებიდან)
      • „კონსულის“ კლასის კოსმოსური კრეისერი (მოგონებებიდან)
    • ტრანსპორტი (მოგონებებიდან)
      • სადესანტო ტრანსპორტი (პირველი გამოჩენა) (მოგონებებიდან)

იარაღი და ტექნოლოგია

სხვადასხვა

შეტანილია კრებულებში[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 MarvelLogo ვარსკვლავური ომები: ჯედაები: დაცემული ორდენი — ბნელი ტაძარი (2019) #5 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  2. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ თამაშის Star Wars Jedi: Fallen Order მოვლენათა განვითარების დროა 14 იბ.
  3. ოსტატი ჯედაი პოლი დაპატიანი, რომელიც ჯედაების უზენაესი საბჭოს წევრია გამოშვების ჯედაები: დაცემული ორდენი — ბნელი ტაძარი 1 მოგონებების სცენებში, საბჭოდან მიდის რომანში მასწავლებელი და შეგირდი, რაც ნიშნავს, რომ the კომიქსის მოვლენები რომანს წინ უსწრებენ. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ რომანში მასწავლებელი და შეგირდი მოვლენათა განვითარების დროა 40 იბ. ამრიგად ვარსკვლავური ომები: ჯედაები: დაცემული ორდენი — ბნელი ტაძარი მანამდე ვითარდება მცირე დროით ადრე ვითარდება.

გარე ბმულები[]

Advertisement