ჯედაის შეგირდი არის Scholastic-ის მიერ გამოცემული ჯუდ უოტსონის საბავშვო რომანების სერია (გარდა პირველი წიგნის, რომლის ავტორია დეივ ვულვერტონი). მათი მთავარი გმირები არიან კუაი-გონ ჯინი და ობი-ვან კენობი. რომანებში აღწერილია ფარულ საფრთხემდე განვითარებული მოვლენები. ყოველი ტომის უკანა მხარეს გამოტანილია წარწერა "სიმშვიდე და არა სიბრაზე. ღირსება და არა ზიზღი. ძალა და არა შიში".
Contents
წიგნები[edit | edit source]
- ჯედაის შეგირდი #1: ძალის აღზევება
- ჯედაის შეგირდი #2: ბნელი მეტოქე
- ჯედაის შეგირდი #3: ფარული წარსული
- ჯედაის შეგირდი #4: გვირგვინის ნიშანი
- ჯედაის შეგირდი #5: მკვდართა მცველები
- ჯედაის შეგირდი #6: გაურკვეველი გზა
- ჯედაის შეგირდი #7: ალყაშემორტყმული ტაძარი
- ჯედაის შეგირდი #8: მისაგებლის დღე
- ჯედაის შეგირდი #9: ბრძოლა სიმართლისთვის
- ჯედაის შეგირდი #10: დამსხვრეული მშვიდობა
- ჯედაის შეგირდი #11: ულმობელი მონადირე
- ჯედაის შეგირდი #12: ბოროტი ექსპერიმენტი
- ჯედაის შეგირდი #13: სახიფათო გადარჩენა
- ჯედაის შეგირდი #14: შემაერთებელი კავშირი
- ჯედაის შეგირდი #15: იმედის აღსასრული
- ჯედაის შეგირდი #16: შურისძიებისკენ მოწოდება
- ჯედაის შეგირდი #17: ერთადერთი მოწმე
- ჯედაის შეგირდი #18: შიდა საშიშროება
სპეციალური გამოცემები[edit | edit source]
ძალის აღზევება[edit | edit source]
ძალის აღზევება არის სერიის ერთადერთი წიგნი, დაწერილი დეივ ვულვერტონის მიერ. მასში კუაი-გონი ოვი-ვანის პადავანად აყვანისგან თავს იკავებს. ერთად ისინი ებრძვიან ჰატებს და მათ დამქაშებს.
ბნელი მეტოქე[edit | edit source]
რომანში ბნელი მეტოქე პირველად ჩნდება მთავარი უარყოფითი გმირი — ქსანატოსი, ჯინის ყოფილი შეგირდი. იგი სამთამადნო კომპანიის ხელმძღვანელია და პლანეტაზე ძვირფას ნივთიერებას ეძებს. ობი-ვანი ამ წიგნში ჯინის შეგირდი ხდება.
ფარული წარსული და გვირგვინის ნიშანი[edit | edit source]
რომანში ფარული წარსული კუაი-გონი და ობი-ვანი ერთიანდებიან წვრილ დამნაშავეებთან, რათა შეაჩერონ სახელმწიფო გადატრიალება. პრინცი ბეჯუ ჩართულია ამ შეთქმულებაში. გვირგვინის ნიშანში კუაი-გონი და ობი-ვანი მიემგზავრებიან ბეჯუს მშობლიურ პლანეტა გალაზე, სადაც აკვირდებიან ახალი მმართველის არჩევას. თუმცა, კუაი-გონი დედოფლის კიდევ ერთ შვილს ეძებს, ობი-ვანი კი ცდილობს, დაადგინოს, რატომ არის დედოფალი ასე შეუძლოდ.
ბიბლიოგრაფია[edit | edit source]
პირველი ნიმუში ჯედაის შეგირდი StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
ჯედაების ოთხი თაობა, ერთი საერთო მტერი StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)