ჯედაის წვრთნა ეწოდებოდა ჯედაების ორდენის მიერ ძალის შესახებ ცოდნის გაზიარებას. გალაქტიკური რესპუბლიკის პერიოდში ძალისადმი მგრძნობიარე არსებები მთელი გალაქტიკიდან კორუსანტზე, ჯედაების ტაძარში მიჰყავდათ, სადაც მათ თავდაპირველად დიდი ოსტატი იოდა ამზადებდა როგორც ნორჩ ჯედაებს. ნორჩი შემდგომში ხდებოდა პადავანი, მოგვიანებით კი — რაინდი ჯედაი ან უფრო მაღალი რანგის მქონე ოსტატი ჯედაი. ჯედაების გამოცდები გავლის შემდეგ პადავანებს შეეძლოთ რაინდი ჯედაების წოდების მიღება, რის შემდეგ ჯედაების ორდენის სრულუფლებიანი წევრები ხდებოდნენ.
გალაქტიკური რესპუბლიკის დამხობის შემდეგ ჯედაების წვრთნა დავიწყებულ ხელოვნებად იქცა, თუმცა, საბოლოოდ, წმენდისას გადარჩენილმა რამდენიმე ჯედაიმ მისი ტრადიცია შემოინახა. სითების განადგურების შემდეგ ლუკ სკაიუოკერი ლუკ სკაიუოკერმა სცადა ჯედაების ორდენის აღდგენა და ჯედაების ახალი თაობის მომზადება. მართალია, მისი ჩანაფიქრი ჩაიშალა მაშინ, როდესაც ბენ სოლომ ძალის ბნელი მხარე მიიღო, სკაიუოკერმა ცოდნა გადასცა თავის საბოლოო შეგირდს, რეის, ჯართის შემგროვებელს ჯაკუდან.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- ვარსკვლავური ომები: ეპიკური გორგალები: ახალი იმედი
- ვარსკვლავური ომები: ეპიკური გორგალები: იმპერიის საპასუხო შეტევა
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები — საბედისწერო დუელი (მხოლოდ ხსენება)
წყაროები[]
- ვარსკვლავური ომები: სითების საიდუმლოებანი
- ბელ ზეტიფარი Databank-ში (არქივის ბმული)
- ბესპინი Databank-ში (არქივის ბმული)
- ძალა Databank-ში (არქივის ბმული)
- იოდა Databank-ში (არქივის ბმული)}}