ᲯᲔᲜᲒᲝ ᲤᲔᲢᲘ ᲝᲠᲐ ᲡᲘᲜᲒᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒ! ᲯᲘᲚᲓᲝᲖᲔ ᲛᲝᲜᲐᲓᲘᲠᲔᲗᲐ მძიმე ბრძოლა, რომელიც გალაქტიკას შეარყევს! ვინ არის იმ ქურდობის მონაწილე, რომელიც ომს იწვევს? მოემზადეთ მორიგი მოულოდნელობისთვის, როდესაც ცნობილი გახდება წარმოუდგენელი გაერთიანების შესახებ!
შესავალი ტიტრი[]
ᲓᲐᲙᲐᲠᲒᲣᲚᲘ ᲘᲛᲔᲓᲘᲡ ᲜᲐᲙᲕᲐᲚᲔᲕᲘ, ᲜᲐᲬᲘᲚᲘ 3
კლონების ომებამდე წლებით ადრე მარტოხელა ჯილდოზე მონადირე გალაქტიკაში მოგზაურობს და ყოველ ჯერზე ვინმეზე ნადირობს. მისი სახელია….
ჯენგო ფეტი ეძებს ყველაზე სახიფათო სამიზნეს – გლი-ანსელმის იმედის სახელით ცნობილი ძვირფასი არტეფაქტის ქურდს. პლანეტა ომის პირას არის მისული, კანცლერ ვალორუმის მთავრობა კი ლამისა, დაემხოს, ჯილდოზე მონადირეს კი სამიზნის საპოვნელად დრო ეწურება.
ყოველივეს ის ართულებს, რომ ფეტმა არ იცის, თუ ვის ეძებს.
მაგრამ საზარელ ლიკვიდატორ ორა სინგთან და საეჭვო მორალების მქონე სასამართლო აგენტთან ერთად ჯენგო ფეტს დიდი უსიამოვნებები წინ ელის….
↑ითენ საკსი (@ethanjsacks) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "Yes, it's a months [sic] before the events of Phantom Menace. Roughly 33 BBY." (არქივის ბმული) (ეკრანის ანაბეჭდი)(კომიქსების სერია ჯენგო ფეტის შესახებ და პასუხად კითხვაზე "so i have to know mr. sacks, when would you say this comic takes place in the overall timeline? All I've seen it narrowed down to is 'Between 40 BBY and 32 BBY' since its Valorum's time in office, did you have anything more specific in mind?")