- "ჯენია."
"მაშ! — ჯენი მოს-ესპადან!" - ― ჯენის და ჰან სოლოს საუბრიდან
ჯენი იყო ქალი მოს-ესპადან, უდაბური პლანეტა ტატუინის ქალაქიდან.[1] იავინის ბრძოლამდე 0 წელს[3] იგი მუშაობდა მოცეკვავედ მოს-აიზლის ჩალმუნის კანტინაში.[4] ჯენი ეკეკლუცებოდა ჰან სოლოს, კორელიელ კონტრაბანდისტს, რომელსაც ჰყავდა ნაცნობი ქალები ყველა კოსმოპორტში. ერთ დღეს ჯენი ჩამოჯდა მის მუხლებზე[1], როდესაც თავად სოლო ელოდებოდა ამბებს გლიტერსტიმის სუნელის შესახებ კონტრაბანდისტ ტეგარტისგან.[4] ორნი თვალს ადევნებდნენ, თუ როგორ აღმართა მოხუცმა კაცმა სინათლის მახვილი და დაჭრა აკვალიში მეკობრე, რათა დაეცვა თავისი ნორჩი პროტეჟე. როდესაც გამოჩნდა სოლოს პირველი თანაშემწე, ვუკი ჩუბაკა, ჯენიმ მიხვდა, რომ კორელიელს მისი სახელიც კი არ ახსოვს, განსხვავებით სხვა ქალების სახელებისგან. ნაწყენმა ჯენიმ სოლოს სახეში სასმელის ნარჩენები შეასხა და ჰანი დატოვა.[1] კანტინაში ყოფნისას იგი აგრეთვე იჯდა როდიანთან.[2]
კადრს მიღმა[]
ჯენი პირველად გამოჩნდა 1977 წლის ფილმში ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი, რომელშიც მის როლს ასრულებს ჯენი კრესუელი. მართალია, ფილმში არ მოხვდა მისი და ჰანის სცენა, ახალი იმედის ფართოეკრანიან ვარიანტში ჩანს, თუ როგორ ესაუბრება იგი ერთ-ერთ როდიანს.[2] მის პერსონაჟს ჰქონდა მუქი თმა, თუმცა წიგნში ახალი იმედი: პრინცესა, არამზადა და ფერმერი ბიჭუნა ნახსენებია, რომ იგი მკრთალი იყო.[1]
გამოჩენები[]
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი (პირველი გამოჩენა)
- ახალი იმედი: პრინცესა, არამზადა და ფერმერი ბიჭუნა
- ახალი იმედი: პრინცესა, არამზადა და ფერმერი ბიჭუნა, აუდიოწიგნი
წყაროები[]
- ვარსკვლავური ომები: ადგილმდებარეობების სრული მეგზური
- ვარსკვლავური ომების არქივები: ეპიზოდები IV-VI 1977-1983