ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

Template:Eras

გაფრთხილება: ამ ინფოდაფის შემდეგი პარამეტრები უცნობია: era


ჯენ დოდონა იყო სამხედრო ოფიცერი პლანეტა კომენორიდან. იგი კლონთა ომების დროს მსახურობდა გალაქტიკური რესპუბლიკის ფლოტში, მოგვიანებით კი, როგორც გენერალიაჯანყებაში გალაქტიკური იმპერიის წინააღმდეგ, გალაქტიკური სამოქალაქო ომის დროს. როგორც სენატორ ბეილ ორგანას აჯანყებულთა ქსელის ჯგუფ "მასასისს მეთაურმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის ჩამოყალიბებაში და მისი უმაღლესი სარდლობის ნაწილად იქცა, ისევე, როგორც იავინ-4-ზე დამალული ციხესიმაგრის სამხედრო მეთაური. ამ მოვალეობის შესრულებისას სხვებთან ერთად შეიმუშავა გეგმა, რომელიც წარმატებით განხორციელდა იავინის ბრძოლისას და დასრულდა ზეიარაღ სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებით.

იავინის ბრძოლის შემდგომ იგი, სხვა აჯანყებულებთან ერთად, გაიქცა იავინ-4-იდან]], რათა სამოქმედოდ ახალი ბაზა ეპოვნა. იგი შეუერთდა ალიანსის ფლოტს და მის უმაღლეს სარდლობასთან ერთად ხელმძღვანელობდა საომარ ოპერაციებს. იავინის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ იგი მაკო-ტას კოსმოსურ დოკებზე, სარდლობის სხვა წევრებთან ერთად დაბანაკდა და გახდა ვარსკვლავურ კრეისერ MC80A-ის, რესპუბლიკის მეთაური. თუმცა, იერიშმა, რომელიც მათზე განხორციელდა დედოფალ ტრიოსის ღალატის შემდეგ, ალიანსს დიდი დარტყმა მიაყენა. არ სურდა რა სხვების დაღუპვაც, დოდონამ გასცა რესპუბლიკის დამალვის ბრძანება, მაგრამ ლუკ სკაიუოკერმა იგი დაითანხმა, დაბრუნებულიყო მაკო-ტაზე სხვების საშველად. საბოლოოდ, დოდონამ თავი გასწირა, რათა დარჩენილი აჯანყებულები გადაერჩინა, როდესაც ჯალათი ტურბოლაზერმა რესპუბლიკა გაანადგურა.

ჯენ დოდონას თავგანწირვას უშედეგოდ არ ჩაუვლია. უმაღლესი სარდლობის წევრები, მონ მოთმა, ჯიალ აკბარი, ჰერა სინდულა და ლეია ორგანა, გადარჩნენ და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში განაგრძეს სამართლიანობისთვის ბრძოლა. აჯანყებულების ძალისხმევით დაემხო და განადგურდა იმპერატორი პალპატინი, შემდგომში კი მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა ჯაკუზე.

გამოჩენები

შენიშვნები და სქოლიო

  1. სრული ვარსკვლავური ომები
  2. ვარსკვლავური ომები 55
  3. 3.0 3.1 StarWars გენერალი დოდონა Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
  5. 5.0 5.1 ვარსკვლავური ომები: განდევნილი ერთი: სრული ვიზუალური ცნობარი
  6. ახალი იმედი: პრინცესა, არამზადა და ფერმერი ბიჭუნა
  7. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: ნაბიჯები წყვდიადში
  8. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულთა დოკუმენტები


კატეგორია:ალიანსის ჯარის გენერლები კატეგორია:ალიანსის უმაღლესი სარდლობის შემადგენლობა კატეგორია:კომენორები კატეგორია:ადამიანები კატეგორია:იმპერიისგან განდგომილები კატეგორია:გალაქტიკური იმპერიის იმპერიული ფლოტის შემადგენლობა კატეგორია:ჯგუფ მასასის შემადგენლობა კატეგორია:რესპუბლიკის ჯარის ოფიცრები კატეგორია:მამრობითი სქესის წარმომადგენლები

Advertisement