ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ჯესბა-ბე ისა იყო აკი-აკი, მცხოვრები პლანეტა პასაანაზე. იგი ადგილობრივი კომუნის ბავშვების ზედამხედველი იყო.[1] იავინის ბრძოლიდან 35 წლისთვის[2] ისა სრულწლოვანი იყო და ფადა-რარბ არდასთან ერთად ესწრებოდა წინაპართა ფესტივალს, აკრძალულ ველზე. მას ეკავა ბავშვი, რომელსაც ჰაერში ახტუნებდა. ამ დროს მას წინააღმდეგობის წარმომადგენლებმა ჩაუარეს, რომლებიც სითების მგეზავს ეძებდნენ.[3] ისას ეცვა მწვანე ფერის მანტია, კისერზე კი ეკეთა იისფერი და ოქროსფერი ბურთულების ყელსაკიდები. ჰქონდა ნაცრისფერი კანი და თაფლისფერი თვალები.[1]

კადრს მიღმა[]

პერსონაჟი შეიქმნა 2019 წლის ფილმისთვის ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება[3]. იგი პირველად ნახსენებია პაბლო იდალგოს წიგნში ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი.[1]

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement