„ჯესი“, ცნობილი ნომრით კს-5597, იყო კლონი სამხედრო, რომელიც მსახურობდა კლონების ომების დროს, რესპუბლიკის დიადი არმიის რიგებში, 501-ე ლეგიონის შემადგენლობაში. გამოირჩეოდა იუმორის გრძნობით და, ანაქსისის ბრძოლის დაწყებისთვის, მიიღო ელიტური რესპუბლიკური კომანდოსის წოდება. ჯესი ბრძანება 66-ის გაცემისას სცადა ასოკა ტანოს მოკვლა, ხოლო მეთაური კს-7567 („რექსი“) დაადანაშაულა ღალატში, თუმცა ასოკამ და რექსმა იგი დაამარცხეს და გაექცნენ, ხოლო ჯესი დაიღუპა „ვენატორის“ კლასის ვარსკვლავური დამანგრევლის კლდოვან მთვარეზე დამხობისას. სხვა მოიერიშეებთან ერთად, მისი ცხედარი რექსმა და ასოკამ დამარხეს იმავე მთვარეზე, ხოლო ყოველი მათგანის სამარხი მონიშნეს მათივე ჩაფხუტებით.
გამოჩენები[]
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4
კლონი სამხედრო ჯესი Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ ეპიზოდში გამარჯვება და აღსასრული მოვლენები ვითარდება ჯედაების დიდი წმენდის ადრეულ პერიოდში. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ამ მოვლენის თარიღია 19 იბ.
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — გამარჯვება და აღსასრული
- ↑ 4.0 4.1 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!
- ↑ 5.0 5.1 5.2
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — დეზერტირი