- „დაე, ძალა იყოს ჩვენთან.“
- ―ადმირალი აკბარი
ჯიალ აკბარი იყო ვეტერანი მონ-კალამარი სამხედრო და რევოლუციის ძლიერი მეთაური კლონების ომების, გალაქტიკური სამოქალაქო ომის, ცივი ომისა და პირველი ორდენისა და წინააღმდეგობის ომის პერიოდებში. სამოცწლიანი სამხედრო მსახურების დროს ჯიალი ითვლებოდა ჩინებულ ტაქტიკოსად.
აკბარი კლონების ომების დროს მონ-კალამარების გვარდიის კაპიტანის თანამდებობას იკავებდა და მონაწილეობდა მონ-კალას ბრძოლაში, ეხმარებოდა რა მონ-კალას პრინც ლი-ჩარს სამეფო ტახტის დაბრუნებაში და დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციასთან გამკლავებაში. გალაქტიკური იმპერიის აღზევების შემდეგ აკბარი იქცა რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის მეთაურად და იმპერიის მიერ ადამიანთა გარდა სხვა რასების არად ჩაგდების მოწინააღმდეგედ. მისი აქტიური მონაწილეობით მონ-კალამარები ალიანსთან უფრო მჭიდროდ თანამშრომლობდნენ, რაც, მაგალითად, გამოიხატა ალიანსის ფლოტის შემადგენლობაში არსებული მრავალი MC85 ვარსკვლავური კრეისერის დამატებით.
ხომალდ „სახლი ერთიდან“ აკბარი, როგორც ფლოტის მეთაური, ენდორის ბრძოლაში ჩაება, რომლის დროს ალიანსმა წარმატებით განახორციელა მეორე სიკვდილის ვარსკვლავის განადგურების ოპერაცია. ამ ბრძოლისას დაემხო და განადგურდა იმპერატორი პალპატინიც. ენდორის მოვლენების შემდეგ ალიანსმა ჩამოაყალიბა ახალი რესპუბლიკა. აკბარს მასში ახალი რესპუბლიკის თავდაცვის ფლოტის ადმირალის პოზიცია ეკავა. მისი მონაწილეობით რესპუბლიკამ გაიმარჯვა ჯაკუს ბრძოლაში. ჯაკუს მოვლენათა შემდეგ იმპერიის ნარჩენები დაიკარგნენ უცნობ რეგიონებში, აკბარი კი მონ-კალაზე დაბრუნდა.
იავინის ბრძოლიდან 34 წლისთვის პირველი ორდენის, იმპერიის ნარჩენებიდან აღმოცენებული ძალის გაძლიერების გამო, პრინცესა ლეია ორგანამ რესპუბლიკის მხარდაჭერის მოპოვების გარეშე ჩამოაყალიბა წინააღმდეგობა, რაც პირველი ორდენისთვისაც მოულოდნელი იყო. ორგანამ, წინააღმდეგობის გენერალმა, სამხედრო საქმეს ჩამოშორებული აკბარი კვლავ მიიწვია თავისთან. ადმირალის წოდების დაბრუნების შემდეგ იგი დ'ქარზე, წინააღმდეგობის ბაზაზე მსახურობდა და ახალ მოძრაობას ეხმარებოდა პირველი ორდენის სუპერიარაღის, ბაზა „სტარკილერის“ განადგურებისას.
მოგვიანებით აკბარი წინააღმდეგობის ფლაგმან „რადუსზე“ იმყოფებოდა, როდესაც წინააღმდეგობამ დატოვა დ'ქარი, მაგრამ შეეწირა პირველი ორდენის მიერ განხორციელდა შეტევა წინააღმდეგობაზე.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
წყაროები[]
არაკანონიკური წყაროები[]
- LEGO-ს ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: ახალი გამოცემა
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 ადმირალი აკბარი Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები განსაზღვრავს, რომ რომანში მოდგმა მოვლენათა განვითარების დროა 28 იბშ. ვინაიდან ამ რომანის თანახმად, აკბარი იყო 80 წელს გადაცილებული, ვასკვნით, რომ მისი დაბადების პერიოდია დაახლოებით 61 იბ—52 იბ.
- ↑ Star Wars Jedi Master Magazine 6
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ ფილმში ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VIII: უკანასკნელი ჯედაი, სადაც ნაჩვენებია აკბარის „რადუსზე“ დაღუპვა, მოვლენათა განვითარების დროა 34 იბშ.
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!
- ↑ ვარსკვლავური ომები: ჯედაის დაბრუნება, საყმაწვილო რომანი
- ↑ ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი
- ↑ 8.0 8.1 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — ომი ზღვის სიღრმეში
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — პატიმრები
- ↑ დართ ვეიდერი (2017) 13
- ↑ 11.0 11.1 11.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
- ↑ ვარსკვლავური ომები (2015) 4
- ↑ 13.0 13.1 შედეგები
- ↑ ესკადრილია „ანბანი“
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება
- ↑ ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: ვიზუალური ლექსიკონი
- ↑ ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი: ვიზუალური ლექსიკონი