- "სიმამაცე გმირებს ქმნის, თუმცა მეგობრობას მხოლოდ ნდობა აშენებს."
- ―მორალი
ჯილდოზე მონადირეები არის ანიმაციური ტელესერიალ კლონთა ომების მეორე სეზონის მეჩვიდმეტე ეპიზოდი. მისი პრემიერა ბრიტანეთში გაიმართა 2010 წლის 27 მარტს, ხოლო აშშ-ში — 2 აპრილს.[1]
სიუჟეტის შეჯამება[edit | edit source]
| ||
კადრს მიღმა[edit | edit source]
ეს ეპიზოდი ეძღვნება იაპონელი რეჟისორ აკირა კუროსავას ხსოვნას, რომლის ფილმის სამი გაიძვერა მიმალულ ციხესიმაგრეში (იგივე მიმალული ციხესიმაგრის) შთაგონებით ჯორჯ ლუკასმა დაიწყო ვარსკვლავური ომების შექმნა. თავად ეპიზოდი შთაგონებულია კუროსავას ცნობილი ფილმით შვიდი სამურაი — ისევე, როგორც რეჟისორის ამ ნამუშევარში, კლონთა ომების ეს ეპიზოდი მიმოიხილავს შვიდი გმირის ამბავს, რომლებიც თავდამსხმელებს იგერიებენ. შედარებისთვის, ჯედაებიც და სამურაებიც მცირერიცხოვან ჯგუფს წარმოადგენენ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, ორივე შემთხვევაში სოფლის მაცხოვრებლებს ეხმარებიან და თავდაცვას ასწავლიან.
ისევე, როგორც ეპიზოდები მკვლელობები სენატში და კატა-თაგვობანა, ჯილდოზე მონადირეები კანადასა და ბრიტანეთში ეთერში გავიდა აშშ-ში ჩვენებამდე ერთი კვირით ადრე.
შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]
- ↑ 1.0 1.1
კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: ჯილდოზე მონადირეები StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
- ↑ ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ეპიზოდების ძალის შვილები და მხეცი ზილო განვითარების დროა 21 იბ. ვინაიდან ეს ეპიზოდი მათ შორის არის მოქცეული (როგორც აღნიშნულია გვერდზე
კლონთა ომების ეპიზოდების ქრონოლოგიური თანმიმდევრობა StarWars.com-ზე (შენახული ვერსიის ბმული), ეპიზოდების განვითარების დროა 21 იბ.