ჯილდოზე მონადირეები 12 არის მეთორმეტე გამოშვება კომიქსების სერიიდან ვარსკვლავური ომები: ჯილდოზე მონადირეები. მისი ტექსტის ავტორია ითენ საკსი, ხოლო მხატვარი — პაოლო ვილანელი. Marvel Comics-მა გამოშვება გამოსცა 2021 წლის ა19 მაისს.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
ᲯᲘᲚᲓᲝᲖᲔ ᲛᲝᲜᲐᲓᲘᲠᲔᲗᲐ ᲝᲛᲘᲡ ᲞᲠᲔᲚᲣᲓᲘᲐ: „ᲛᲘᲛᲐᲚᲣᲚᲘ ᲡᲐᲤᲠᲗᲮᲔ“. ᲕᲔᲚᲔᲜᲡᲘ და მისი იმედგაცრუებული თანამზრახველი ᲓᲔᲜᲒᲐᲠᲘ ᲑᲝᲑᲐ ᲤᲔᲢᲡ და მის ძვირფას ტვირთს მისდევენ, მაგრამ ვინ არიან ის საზარელი მდევნელები, რომლებიც მათ ეძებენ? ᲰᲐᲜ ᲡᲝᲚᲝᲡᲗᲐᲜ ველენსის წარსულის ბნელი საიდუმლო მისთვის ამ წლების შემდეგ შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. მაგრამ ვინ არის მკვლელთა რაზმის იდუმალი წინამძღოლი, რომლის გამო ველენსს ძველ მეგობართან საბედისწერო დაპირისპირება აქვს?
შესავალი[]
ᲯᲘᲚᲓᲝᲖᲔ ᲛᲝᲜᲐᲓᲘᲠᲔᲗᲐ ᲝᲛᲘ: ᲞᲠᲔᲚᲣᲓᲘᲐ:
„ᲡᲐᲛᲘᲖᲜᲔ: ᲡᲝᲚᲝ“ ჯილდოზე მონადირე კიბორგმა ველენსმა მცირე ხნის წინ აჯანყებულთა დაკარგული სატვირთო გემი მაროდიორი მეკობრეებისგან გადაარჩინა. დენგარს წამოსცდა, რომ ცნობილმა ბობა ფეტმა ველენსის ძველი მეგობარი, ჰან სოლო დაიჭირა. ორი მოქიშპე მონადირე ფეტის საპოვნელად შეიკრა. ველენსი ახლა გატაცებული გემით კოსმოსში ფეტის კვალის შეუპოვრად ძიებაში გაღწევას ცდილობს, სანამ გვიანი არ არის.... |
მედია[]
გამოჩენები[]
პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი არსებები | ტრანსპორტი და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
ორგანიზმები
დროიდების მოდელები
|
ტრანსპორტი და გემები
|
იარაღები და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
|
კრებულები[]
- ვარსკვლავური ომები: ჯილდოზე მონადირეები, ტომი 3: ჯილდოზე მონადირეთა ომი
- ვარსკვლავური ომები: ჯილდოზე მონადირეთა ომი: ანთოლოგია
წყაროები[]
- ჯილდოზე მონადირეთა ომი: ალფა 1
- ჰან სოლო იქცევა სამიზნედ Marvel-ის გამოშვებაში ვარსკვლავური ომები: ჯილდოზე მონადირეები #12 – ექსკლუზიური შეთვალიერება StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ვარსკვლავური ომები: ჯილდოზე მონადირეები (2020) #12 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑ კომიქსში მოქმედება ვითარდება იმპერიის საპასუხო შეტევის და ჯედაის დაბრუნების შუალედში. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი განსაზღვრავს, რომ ამ ფილმების მოვლენათა განვითარების დროა 3 იბშ და 4 იბშ.