ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

Template:Eras

გაფრთხილება: ამ ინფოდაფას აკლია შემდეგი პარამეტრები: release date და მითითებული აქვს უცნობი პარამეტრები: publication date ჯილდოზე მონადირეები 5 არის მეხუთე გამოშვება კომიქსების სერიიდან ვარსკვლავური ომები: ჯილდოზე მონადირეები. მისი ტექსტის ავტორი იქნება ითენ საკსი, ხოლო მხატვარი — პოლო ვილანელი. Marvel Comics-მა გამოშვება გამოსცა 2020 წლის 23 სექტემბერს.

შეჯამება გამომცემლობისგან

ჯილდოზე მონადირეთა ბრძოლა! მხოლოდ ერთი ადამიანი შეაჩერებს ბობა ფეტს დიდი ხნის ნანატრი შურისძიების განხორციელებისას. მაგრამ შეძლებს ველენსი, გადაურჩეს მათი ეპოქის ორი უდიდესი ჯილდოზე მონადირის ბრძოლას? რატომ უღალატა ნაკანო ლეშმა თავის რაზმს კორელიაზე საბედისწერო მისიისას? პასუხმა, შესაძლოა, გამოიწვოს მასშტაბური ბრძოლა დამნაშავეთა სამყაროში და ველენსის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს.

სიუჟეტის შეჯამება

ყველაზე საზარელები გალაქტიკაში
ნაწილი 5
შურისგების დიდი საზღაური
ნაკანო ლეშმა ჯილდოზე მონადირეთა საკუთარ რაზმს უღალატა მათივე კლიენტის — მგოდებელის კივილის სინდიკატის მემკვიდრის მოკვლით — რასაც მოჰყვა ომი მგოდებელის კივილსა და მოწინააღმდეგე უტეხ კლანს შორის.

წლების შემდეგ ლეში დაბრუნდა და მასზე დაწესებულმა ჯილდომ მიიზიდა მონადირეთა ურდოები — სადაც ასევე შედიან მისი ყოფილი რაზმის დარჩენილი წევრები: ტრანდოშელი ბოსსკი, ბობა ფეტი, ადამიანი ტ'ონგა, რომლის ძმა ტ'ონგორი ლეშის ქმედებებს შეეწირა და მისი კიბორგი პროტეჟე ველენსი, რომელსაც თავს დაესხა ტ'ონგა და აიძულა, ლეშის მოძებნაში დახმარებოდა.

ლეშმა უამბო, რომ ძველ რაზმს სინამდვილეში დაევალა კრინთიას, ხამულისგან ფეხმძიმედ მყოფ, მგოდებელის კივილის მემკვიდრის მოკვლა. ლეში სანაცვლოდ სასიკვდილოდ დაჭრილ კრინთიასთან ერთად გაიქცა და ბავშვი ყველასგან მალულად აღზარდა, იმ იმედით, რომ მას ძალადობით სავსე სინდიკატების ომში გამოიყენებდა. 

ამ ჭეშმარიტების შემდეგ ტ'ონგამ შეწყვიტა შურისგება. მაგრამ ბობა ფეტი კვლავ სისხლის ძიებაშია....

მედია

გამოცემები

გარეკანების გალერეა

შეტანილია კრებულებში

  • ვარსკვლავური ომები: ჯილდოზე მონადირეები, ტომი 1: ყველაზე საზარელები გალაქტიკაში

შენიშვნები და სქოლიო

ბმულები


კატეგორია:ვარსკვლავური ომები: ჯილდოზე მონადირეები

Advertisement