ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

OnACanonArticle

Blue-question-mark

ამ სტატიაში აღწერილი თემის ორი ერთმანეთთან შეუსაბამო ვარიანტი წარმოდგენილია წყაროებში: რომანები აჯანყებულის აღზევება და განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი.

Lucasfilm-ს ჯერ არ ჩამოუყალიბებია ზუსტი ქრონოლოგია.

ჯინ ერსო იყო ქალი სამხედრო და ყოფილი დამნაშავე, რომელიც რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის მნიშვნელოვან ფიგურად იქცა, როდესაც გახდა განდგომილი ერთის მეთაური და მოიპარა სიკვდილის ვარსკვლავის ნახაზები. ჯინის დედა იყო ლირა ერსო, ხოლო მამა — გელენ უოლტონ ერსო, მეცნიერი, რომელიც გაიტაცეს და აიძულეს გალაქტიკური იმპერიის დახმარება და სიკვდილის ვარსკვლავის დაგეგმარება. დედა მოკლეს და ჯინი გაზარდა სო გერერამ, რომლის არმიაში მან უმცროსი სამხედროს ადგილი დაიკავა.

პარტიზანებისგან მიტოვებული, ერსო მარტო ცხოვრობდა და გალაქტიკის მასშტაბით მრავალი დანაშაული ჩაიდინა. იავინის ბრძოლამდე 0 წელს იგი აჯანყებულთა ალიანსში მოხვდა და დაევალა ჯედაზე გერერას პოვნა, ვინაიდან უკანასკნელი ფლობდა ინფორმაციას გელენისა და სიკვდილის ვარსკვლავის პროექტის შესახებ. მან მიაგნო მამის ჰოლოგრაფულ ჩანაწერს, საიდანაც დადასტურდა სიკვდილის ვარსკვლავის არსებობა და ისიც, რომ სკარიფზე შენახულ ნახაზებში გამოჩნდებოდა სადგურში არსებული ნაკლი. იდუზე ჯინმა სცადა მამის გადარჩენა, მაგრამ გელენი მოკლეს. აჯანყებულთა ალიანსისგან უმნიშვნელო დახმარებით, ჯინი და კაპიტანი კასიან ანდორი წინ წარუძღვნენ რაზმ "განდგომილ ერთს" სკარიფისკენ, სადაც იმპერიული უსაფრთხოების კომპლექსიდან მოიპარეს ნახაზები. ინფორმაცია ჯინმა გადაუგზავნა ალიანსის ფლოტს, რომელიც ორბიტაზე გამოჩნდა, მაგრამ სიკვდილის ვარსკვლავიდან აჯანყებულთა განადგურების მიზნით სკარიფის მიმართულებით განხორციელდა გასროლა. ერსო, ანდორი და რაზმის დარჩენილი წევრები ამ გასროლისას დაიღუპნენ.

მონ მოთმა, აჯანყებულთა მეთაური, ერსოს სიამაყით იხსენებდა და მიაჩნდა, რომ გადარჩენის შემთხვევაში იგი უფრო დიდებული პიროვნება გახდებოდა. ჯინის დაღუპვას უშედეგოდ არ ჩაუვლია. აჯანყებულთა ალიანსმა მოიპოვა ნახაზები, სადაც ასახული იყო კონსტრუქციაში გელენის მიერ დატოვებული ნაკლი. იარაღი იავინის ბრძოლისას გაანადგურა ლუკ სკაიუოკერმა. ამას მოჰყვა მოვლენათა მთელი ჯაჭვური რეაქცია, რომელმაც დაასრულა იმპერიის არსებობა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

  • LEGO-ს ვარსკვლავური ომები: მოკლემეტრაჟიანი ფილმი: Star Wars: Rogue One As Told By LEGO

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]