ჯოკასტა ნიუ იყო ძალისადმი მგრძნობიარე ოსტატი ჯედაი, რომელიც კლონების ომების პერიოდში ჯედაების არქივის მთავარი ბიბლიოთეკარის მოვალეობას ასრულებდა. იგი ასე ეხმარებოდა სხვა ჯედაებს არქივებში საჭირო ინფორმაციის მოძიებაში და იცავდა ჰოლოკრონების საცავს. ნაბუზე შეჭრამდე ნიუ ჯედაების საბჭოს შეკრებებში მონაწილეობდა. ომამდე იგი ობი-ვან კენობის დაეხმარა პლანეტა კამინოს ძიებისას. მას შემდეგ, რაც პლანეტის შესახებ რამე ცნობების მოძიება გაუჭირდა (ნიუს მტკიცებით, არქივებში არარსებული არც სინამდვილეში არსებობდა), დადგინდა, რომ ბაზიდან წაშლილი იყო კამინოს ნებისმიერი ხსენება. ომის დროს ნიუს თავს დაესხა ჯილდოზე მონადირე კეიტო პარასიტი, რომელიც კედ ბეინს ეხმარებოდა საცავიდან ჰოლოკრონის მოპარვისას. მოგვიანებით ჯოკასტა ასოკა ტანოს ეხმარებოდა მოპარული სინათლის მახვილის პოვნაში.
მას შემდეგ, რაც გალაქტიკური რესპუბლიკა და ჯედაების ორდენი დაამხეს, ხოლო მათ ადგილას აღმოცენდა გალაქტიკური იმპერია, ნიუ, განსხვავებით სხვებისგან, გადაურჩა წმენდას და დაიმალა, თუმცა ამავე დროს, ცდილობდა არქივების დაცვას. თუმცა, ჯედაების საბოლოოდ განადგურების მიზნით, იმპერატორმა მიავლინა თავისი ძალები, დართ ვეიდერისა და ინკვიზიტორიუსის სახით, რათა ჯოკასტა ეპოვათ. საბოლოოდ, ნიუ დაიღუპა ვეიდერთან ბრძოლისას.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 ჯოკასტა ნიუ Encyclopedia-ში (შიგთავსი ამჟამად მოძველებულია; არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
- ↑ ვარსკვლავური ომები: ვიზუალური ენციკლოპედია
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — ჰოლოკრონის ქურდობა
- ↑ დუკუ: დაკარგული ჯედაი
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ რომანში მასწავლებელი და შეგირდი მოვლენათა განვითარების დროა 40 იბ. ამ რომანში კვაი-გონ ჯინი 40 წლის არის, რაც ნიშნავს, რომ მისი დაბადების წელია 80 იბ. ვინაიდან იგი დუკუს პადავანი 12 წლის ასაკში გახდა, ვასკვნით, რომ მისი პადავანად აყვანის წელია 68 იბ.
- ↑ დართ ვეიდერი (2017) 10