ჯონ „დაჩ“ ვანდერი იყო პილოტი ონდერონიდან, რომელიც მსახურობდა გალაქტიკური იმპერიის ფლოტში, შემდეგ კი გადავიდა აჯანყებაში. იავინის ბრძოლამდე 2 წელს იგი კაპიტნის რანგით მეთაურობდა ოქროს ესკადრილიას, რომელშიც შედიოდნენ Y-ფრთებიანი მსუბუქი ბომბდამშენები. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დანტუინზე, რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის ჩამოყალიბების მომავალ ადგილზე, მონ მოთმას უსაფრთხოდ დაბრუნებაში. გალაქტიკური სამოქალაქო ომის დაწყებისას ვანდერი ესკადრილიასთან ერთად მონაწილეობდა სკარიფის (დამცავი კარის განადგურებისას) და იავინის ბრძოლებში — უკანასკნელ შემთხვევაში იგი უკვე ოთხმაგი რანგის ასი იყო.
ვანდერი მოკლა სითმა ლორდმა დართ ვეიდერმა, თხრილის გადაკვეთისას, სიკვდილის ვარსკვლავზე.