ჯორუს სე'ბაიოთი იყო მამაკაცი პლანეტა ბორტრასიდან, სადაც იგი დაიბადა იავინის ბრძოლამდე 70 წელს. ჯორუსი მსახურობდა ჯედაების ორდენში გალაქტიკური რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ ათწლეულებში. საქმიანობით კონსული ჯედაი, იგი იყო მეტწილად დიპლომატი, ვიდრე ბრძოლების ოსტატი და ცხოვრების წლებში რამდენიმე კონფლიქტს დაკვირვებია. საბოლოოდ, იგი გახდა რაინდი ჯედაი და ოსტატი ჯედაი, მიანიჭა რა საკუთარ თავს ეს უკანასკნელი მას შემდეგ, რაც დაამარცხა რამდენიმე ბნელი ჯედაი.
იავინის ბრძოლამდე 27 წელს, როდესაც მისი მოწაფე იყო ლორანა ჯინზლერი, სე'ბაიოთმა შეძლო თავისი პროექტის, „ზეშორეული გადაფრენის“ დაფინანსება. ამ პროექტის მიხედვით, დიდ კოსმოსურ ხომალდებს უნდა დაელაშქრათ უცნობი რეგიონები და მიღმიერი და რესპუბლიკისთვის სხვადასხვა სამყაროს კოლონიზაცია მოეხდინათ. ასეთ წარმატებას სე'ბაიოთმა მიაღწია მას შემდეგ, რაც პლანეტა ბარლოკზე მეგობრის, უზენაესი კანცლერ პალპატინის დავალებით კონფლიქტში შუამავლის როლი შეასრულა. საბოლოოდ, ხომალდ „ზეშორეულ გადაფრენაზე“ ავიდა ათეული ჯედაი და 50000 სხვა პიროვნება. უცნობ რეგიონებში მოხვედრამდე მათ მთელი რესპუბლიკა შემოიფრინეს.
მათგან და სე'ბაიოთისგან ფარულად, პალპატინი იყო სითების ბნელი ლორდი, დართ სიდიუსი, რომელმაც პლანეტების სავაჭრო ფედერაციის სპეცდანიშნულების რაზმის მეშვეობით ხომალდის განადგურება განიზრახა. თუმცა, ფედერაციის ძალების შეტევისას საქმეში ჩაერია ჩისების დომინაცია. ორ მხარეს შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვით ჩისებს უნდა გაენადგურებინათ „ზეშორეული გადაფრენა“, რათა მას მათ ტერიტორიაზე არ შეეღწია. ჯორუსმა რესპუბლიკის ტერიტორიებზე დაბრუნებაზე უარი თქვა და გუდავდა ჩის მეთაურ მით'რო'ნურუოდოს, ამავე დროს კი ებრძოდა ვაგაარ მონათმფლობელთა ფლოტს. სავაჭრო ფედერაციის დროიდების დახმარებით თრონმა გაანადგურა „ზეშორეული გადაფრენა“ და მასთან ერთად — სე'ბაიოთი.
გამოჩენები[]
- დართ პლეგასი
- დართ პლეგასი, აუდიოწიგნი
- სიცრუით დაფარული
- ეპიზოდი I: თავგადასავლები 1: დაკარგული ჯედაის ძიება (პირველი გამოჩენა)
- ზეშორეული გადაფრენა
- სკაიუოკერები: კლონების ომების ამბავი (მხოლოდ ხსენება)
- Star Wars Galaxies: An Empire Divided (მხოლოდ ხსენება)
- Star Wars: Rebellion (მხოლოდ ხსენება)
- იმპერიის მემკვიდრე (პირველი ხსენება)
- ბნელი ძალის აღზევება (მხოლოდ ხსენება)
- ბნელი ძალის აღზევება, შეუმოკლებელი აუდიოწიგნი (მხოლოდ ხსენება)
- უკანასკნელი ბრძანება (მხოლოდ ხსენება)
- უკანასკნელი ბრძანება, შეუმოკლებელი აუდიოწიგნი (მხოლოდ ხსენება)
- გადარჩენილის მოგზაურობა (მხოლოდ ხსენება)
- ჯედაების ახალი ორდენი: ქაოსის დესპანები I: გმირის გამოცდა (მხოლოდ ხსენება)
- განივი დინება (მხოლოდ ხსენება)
წყაროები[]
- იმპერიის მემკვიდრე: ცნობარი
- ბნელი ძალის აღზევება: ცნობარი
- უკანასკნელი ბრძანება: ცნობარი
- თრონის ტრილოგია: ცნობარი
- პერსონაჟების ძირითადი ცნობარი
- ახალი ძირითადი ქრონოლოგია
- ვარსკვლავური ომები: ხომალდების და ტრანსპორტის ოფიციალური კოლექცია 8
- ვარსკვლავური ომების სრული ენციკლოპედია
- ჯედაების აკადემიის წვრთნის სახელმძღვანელო
- ვარსკვლავური ომები: ხომალდების და ტრანსპორტის ოფიციალური კოლექცია 29
- პალპატინი — Star Wars Insider 113
- ჯორუუს სე'ბაიოთი Databank-ში (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
- სკრამბასი, პელო Databank-ში (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
- საბრძოლო მოქმედებების ძირითადი ცნობარი
- მკითხველის ძირითადი ცნობარი
- ტიმოთი ზანი: იმპერიის მემკვიდრე — Star Wars Insider 202
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 ბნელი ძალის აღზევება: ცნობარი
- ↑ სე'ბაიოთის დაბადების წელი, როგორც მითითებულია რომანში ბნელი ძალის აღზევება, კორუსანტის არქივების თანახმად, არის 112 წელი იმპერიის დაარსებამდე (რაც უნდა იყოს 131 იბ). მოგვიანებით ეს თარიღი შეიცვალა 70 წლით (იხ. ვარსკვლავური ომების როლური თამაშის ძირითადი წესების წიგნი, მეორე გამოცემა).
- ↑ 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 ზეშორეული გადაფრენა