ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია ბნელი ჯედაი, გრანდ-ადმირალ თრონის თანამზრახველი.
იხილეთ აგრეთვე ჯორუს სე'ბაიოთი, რომლის კლონიც ის იყო.

ჯორუუს სე'ბაიოთი იყო შეშლილი ბნელი ჯედაი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თრონის კამპანიაში. იგი იყო ოსტატ ჯედაი ჯორუს სე'ბაიოთის, პროექტ „ზეშორეული გადაფრენის“ ხელმძღვანელის კლონი, შექმნილი პალპატინის მიერ. მოგვიანებით გახდა უეილენდის მთა ტანტისის მცველი იმპერიული საწყობის მცველი.

იავინის ბრძოლიდან 9 წელს გრანდ-ადმირალმა თრონმა საწყობის არსებობა დაადგინა და უეილენდზე ჩავიდა. მან დაითანხმა ბნელი ჯედაი, დახმარებოდა ახალი რესპუბლიკის განადგურების კამპანიაში, დაჰპირდა რა, რომ იმპერია მას დაეხმარებოდა ლუკ სკაიუოკერის და ლეია ორგანა სოლოს და უკანასკნელ ჯერ არდაბადებული ტყუპების დაჭერაში, რათა მათ ისინი საკუთარ შეგირდებად გაეწვრთნა. საბრძოლო მედიტაციის გამოყენებასთან ერთად, ჯორუუს სე'ბაიოთმა მოგვიანებით სცადა ლუკის და ლეიას ძალის ბნელი მხარეზე მიტყუება, რათა მომავალში იმპერიის მმართველი თავად ყოფილიყო.

თუმცა, როდესაც თრონის გეგმა თითქმის განხორციელებული იყო, გრანდ-ადმირალმა ბრძანა ჯორუუსის მთა ტანტისში გამოკეტვა, ვინაიდან იაზრებდა, თუ რა საფრთხეს უქმნიდა იგი იმპერიას. მას შემდეგ, რაც დაეუფლა უეილენდზე დარჩენილი იმპერიელების გონებას, სე'ბაიოთი შეეჯახა ლუკს და მის მეგობრებს და მოკავშირეებს, მათ შორის — ძალისადმი მგრძნობიარე კონტრაბანდისტ მარა ჯეიდს. სე'ბაიოთმა მათთან ბრძოლისას გამოიყენა ლუკის კლონი, რომელიც შექმნა კაპიტანმა პელეონმა. სე'ბაიოთმა აგრეთვე გამოუშვა ძალის კივილი, რამაც დარბაზში მყოფნი გააბრუა. განრისხებულმა, მან მარა ჯეიდზე ჭერის ჩამომხობა სცადა, მაგრამ მარამ ლეიას სინათლის მახვილით ძირს ხვრელები გაკვეთა და ლოდებმა ჩაიფრინეს, მისცეს რა ჯეიდს საშუალება, მიახლოებოდა სე'ბაიოთს. ჯორუუსმა მარას მოსთხოვა, გაჰყოლოდა კლონირების დარბაზში, მაგრამ ჯეიდმა იუარა და მას შეუტია, დაჭრა რა სასიკვდილოდ. სე'ბაიოთის აღსასრული იყო აფეთქება, რომელმაც ირგვლივ ბნელი ძალის ენერგია მიმოფანტა.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement