ჯულუსი იყო მამრობითი სქესის როდიანი, მცხოვრები მცირე სედრიზე აყვავებული რესპუბლიკის ეპოქაში. მეგობრობდა ბარტოლთან, რომელსაც იგი სასაცილოდ მიაჩნდა. როდიანი დაიღუპა, როდესაც იგი გაიტაცეს პლანეტაზე გამრავლებულმა დრენგირებმა (იგი იყო ადგილობრივი კოლონიის ერთ-ერთი გაუჩინარებული მკვიდრი). მას შემდეგ, რაც ბარტოლს შეხვდა რაინდი ჯედაი კივ ტრენისი, რომელიც ეძებდა დაკარგულ ჯედაის, ბიჭუნამ კივს შესთავაზა ჯედაის და ჯულუსის ერთდროულად ძიება. ჯულუსი მათ საბოლოოდ იპოვეს, თუმცა იმ დროისთვის იგი უკვე დაღუპული იყო.[2]
გამოჩენები[]
- აყვავებული რესპუბლიკა (2021) 3 (პირველი გამოჩენა) (მკვდარი)
- აყვავებული რესპუბლიკა (2021) 5 (მხოლოდ ხსენება)
- აყვავებული რესპუბლიკა (2021) 7 (კივ ტრენისის ხილვაში)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ როგორც ჩანს წიგნიდან ვარსკვლავური ომების წიგნი, შუქურა „ვარსკვლავური ნათება“ გაუშვეს ახალი იმედის მოვლენებამდე 232 წლით ადრე. ეს იგივეა, რაც 232 იბ დათარიღების სისტემით, რომელსაც იყენებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი. აყვავებული რესპუბლიკა (2021) 1 აღწერს შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ გაშვების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ისევე, როგორც აყვავებული რესპუბლიკა (2021) 3. ვინაიდან ამ გამოშვებაში ნაჩვენებია ჯულუსის დაღუპვა, მოვლენები ამავე წელს ვითარდება.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 აყვავებული რესპუბლიკა (2021) 3