ჰაინი იყო მამაკაცი, პრე-მორის სამართალდამცავი ორგანოს ინსპექციის გუნდის უფროსი ინსპექტორი. მას შემდეგ, რაც იავინის ბრძოლამდე 5 წელს მოკლეს გუშაგები კრევას დრეზერი და ვერლო სკიფი, ინსპექტორის მოადგილე სირილ კარნმა მოამზადა მოხსენება, რათა დამნაშავის ძიება წამოეწყოთ. თუმცა, უფროსმა ინსპექტორმა მოითხოვა ამ შემთხვევის გასაიდუმლოება, ვინაიდან, მისი აზრით, დამნაშავეები თავად გუშაგები იყვნენ და გალაქტიკური იმპერიის ჩარევა არასასურველი იყო.
თუმცა, კარნმა განაგრძო საქმის გამოძიება და საკუთარი რაზმი ჩაიყვანა პლანეტა ფერიქსზე. სადაც გუშაგების მკვლელი, კასიან ანდორი იპოვა. მისია წარუმატებელი იყო და იმპერიის ყურადღებაც მიიაქცია. იმპერიული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი ბლევინი დაინტერესდა ამ შემთხვევით და მორლანის სისტემა იმპერიული იურისდიქციის ქვეშ მოაქცია.
გამოჩენები[]
- ანდორი — კასა (პირველი გამოჩენა)
- ანდორი — ეს მე ვიყავი (მხოლოდ ირიბი ხსენება)
- ანდორი — ალდანი
- ანდორი — ნარკინა-5 (მხოლოდ ირიბი ხსენება)
წყაროები[]
- კასა | ეპიზოდების ცნობარი | ანდორი StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (მხოლოდ გამოსახულება)
- ალდანი | ეპიზოდების ცნობარი | ანდორი StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (მხოლოდ გამოსახულება)
- გალაქტიკის შემოსვა: დიზაინერი მაიკლ უილკინსონი წარმართავს ანდორის კოსტიუმების სახეს StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (მხოლოდ ირიბი ხსენება)
- „ვარსკვლავური ომები: ანდორი“: პირველი სეზონის მეგზური — Star Wars Insider 217