![]() | ![]() |
კონტრაბანდისტ და ამბოხების მონაწილე ჰან სოლოს მამა ცხოვრობდა კორელიაზე. იგი კორელიური მანქანათმშენებელი კორპორაციის ნავსაშენზე მუშაობდა და აწყობდა სხვადასხვა ხომალდს, როგორიც იყო მსუბუქი სატვირთო გემი YT-1300. იგი ოცნებობდა პლანეტიდან ერთ-ერთი ასეთი ხომალდით გაფრენაზე, მაგრამ ვერ შეძლო. ჰანის თანახმად, მამასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია[1]. ბავშვობისას სოლო, მამის დახმარებით, მოხვდა ნავსაშენზე, სადაც ასევე მუშაობა დაიწყო. მამამ მას ერთხელ უთხრა, რომ მისი მომავალი უკავშირდებოდა არა ხომალდების შენებას, არამედ ფრენას.[3] მან შვილი მიატოვა, როდესაც ბიჭუნა ყმაწვილობის ასაკში იყო[4], შემდგომ კი გარდაიცვალა.[2]
გამოჩენები
- იძებნებიან (მხოლოდ ხსენება)
- სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი (მხოლოდ ხსენება)
- სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი: გაფართოებული გამოცემა (მხოლოდ ხსენება)
- სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი: გაფართოებული გამოცემა, აუდიოწიგნი (მხოლოდ ხსენება)
- სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი — ადაპტაცია 4 (მხოლოდ ხსენება)
შენიშვნები და სქოლიო
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.