ჰან სოლო ვარსკვლავურ ჩიხში არის პირველი რომანი ტრილოგიიდან ვარსკვლავური ომები: ჰან სოლოს თავგადასავლები. მისი ავტორია ბრაიან დეილი. წიგნი გამოიცა მაგარყდიანი ფორმატით 1979 წლის 12 მ არტს, მოგვიანებით კი, იმავე წლის 12 სექტემბერს — რბილყდიანი სახით. გაგრძელება, ჰან სოლოს შურისძიება, გამოიცა 1979 წლის 12 ოქტომბერს. ტრილოგია სრული სახით გამოიცა 1992 წლის 22 აპრილს.
1980 წელს გამოიცემოდა რომანის ადაპტაცია კომიქსსტრიპების სახით, დაწერილი არჩი გუდვინის და ილუსტრირებული ალფრედო ალკადას მიერ. იგი 1997 წელს დაიბეჭდა Dark Horse Comics-ის კრებულში კლასიკური ვარსკვლავური ომები, ხოლო განმეორებით — იმავე წელს, ცალკეულ რბილყდიან კრებულში.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
ჰან სოლო იყო საფრახტო გემის კაპიტანი, კონტრაბანდისტი და თავისუფალი დამნაშავე, როგორც თავად სურდა. მეგობართან — ვუკი ჩუბაკასთან — ერთად იგი მოგზაურობდა გალაქტიკაში ხომალდ „ათასწვლოვან შავარდენზე“ და არავის ვალი ჰქონდა — იქნებოდა ეს ადამიანი, დროიდი თუ სხვა ვინმე. თუკი ხელისუფლება სკეპტიკურად უყურებდა მის ზოგიერთ ქმედებას, ეს თავად ხელისუფლების პრობლემა იყო.
ასე ფიქრობდა ჰან სოლო.
შემდეგ ხელისუფლებამ ამცნო, რომ აუცილებელი იყო, „ათასწლოვანი შავარდენი“ მოეყვანა შესაბამისობაში გარკვეულ ტექნიკურ სტანდარტებთან. „უსაფრთხოების სტანდარტებია“, უთხრეს მას, მაგრამ ჰანი უფრო საზრიანი აღმოჩნდა.
მან აგრეთვე იცოდა უსაფრთხო პლანეტა, სადაც დოკი ხომალდების შეკეთებით იყო დაკავებული (კითხვების დაუსმელად) და არ აქცევდა ყურადღებას სიგნალების დამხშობებისგან დამცავ მოწყობილობას, რომელიც ნებისმიერ საფრახტო გემზე მოიპოვებოდა.
სამწუხაროდ, დოკი გაუჩინარდა. საერთოდ.
მის ქალიშვილ ჯესას შეეძლო „ათასწლოვანი შავარდენის“ შეკეთება; იგი მზად იყო, ჰანისთვის გადაეცა უარის მთქმელი დოკუმენტი, რომელიც მის ხომალდს გარკვეული დროის განმავლობაში გამოძიებას აარიდებდა. ჰანს და ჩუბაკას მხოლოდ ორონ III-ზე რამდენიმე შემოგზავნილი აგენტი უნდა ეპოვნათ, შემდეგ კი — ჯესას მამა.
ჰანს ეს ჩანაფიქრი არ მოეწონა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. მხოლოდ ის იცოდა, რომ როგორც კი ამ პოვნის და მიწოდების ეს მცირე დავალება შესრულებული იქნებოდა, ისინი დიდი ხნით გათავისუფლდებოდნენ, რის გამოც მისია ასატანი იქნებოდა.
მედია[]
გამოცემები[]
- ISBN 9780345282514; 1 აპრილი, 1979, Del Rey, აშშ, მაგარი ყდა[1]
- (ISBN-ის გარეშე) 3356; 1979, Del Rey, Science Fiction Book Club-ის გამოშვება[4]
- ISBN 9780345283559; 12 სექტემბერი, 1979; Del Rey; აშშ, რბილი ყდა[2]
- ISBN 9780345296641; 1997; Del Rey; აშშ, რბილი ყდა, ახალი გამოცემა[5]
გარეკანების გალერეა[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 ვარსკვლავური ომები წლის მიხედვით: ვიზუალური ისტორია, განახლებული და გაფართოებული გამოცემა
- ↑ 2.0 2.1
ჰან სოლო ვარსკვლავურ ჩიხში StarWars.com-ის Cargo Bay-ზე (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული) (1979 წლის რბილყდიანი გამოცემა)
- ↑ მკითხველის ძირითადი ცნობარი
- ↑ ჰან სოლო ვარსკვლავურ ჩიხში, Science Fiction Book Club-ის გამოშვება
- ↑ ჰან სოლო ვარსკვლავურ ჩიხში, 1997 წლის გამოცემა