ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

OnACanonArticle

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სინდულა.

ჰერა სინდულა იყო რევოლუციონერი ტვი'ლეკი, იმპერიის წინააღმდეგ ადრეული აჯანყების ერთ-ერთი გმირი, რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის თანაშემქმნელი. რაილოთზე დაბადებული ჰერა, ჩემ სინდულას ასული, რომლის ძმა ადრეულ ასაკში დაიღუპა, გახდა კლონების ომების საზარელი შედეგების და მისი მშობლიური პლანეტის იმპერიის მიერ დაპყრობი მოწმე. მან აითვისა მფრინავის ხელოვნება და პლანეტა დატოვა, მოგზაურობდა რა გალაქტიკაში და ცდილობდა საკუთარი წინააღმდეგობის მოძრაობის ჩამოყალიბებას. მას მნიშვნელოვნად დაეხმარა საკუთარი ხომალდი, აჩრდილი. გორსის კონფლიქტისას მას შუერთდა კენან ჯარუსი, ჯედაი, რომელიც გადაურჩა ბრძანება 66-ს და შემდგომში გახდა მისი შეყვარებული და მისი შვილის მამა. გუნდში, რომელიც სინდულამ ჩამოაყალიბა და ლოთალზე მისია შეასრულა, თავდაპირველად შედიოდნენ მანდალორელი საბინ რენი, ლასატი გარაზებ ორელიოსი, სინდულას ასტრომექანიკოსი დროიდი ჩოპერი და პადავანი ეზრა ბრიჯერი.

სინდულას მიერ ლოთალზე დაწყებულმა აჯანყებამ მიიქცია იმპერიულ მმართველთა ყურადღება — როგორც გრანდ-მოფ უილჰაფ ტარკინის, ასევე სით ლორდ დართ ვეიდერის, თუმცა ამ მოძრაობით აგრეთვე დაინტერესდა სენატორი ბეილ პრესტორ ორგანა, რომელიც ცდილობდა გალაქტიკაში არსებული აჯანყებულთა ჯგუფების კოორდინირებას. ასეთ ჯგუფებს შორის იყო ჯგუფი ფენიქსი, რომელსაც სინდულა და მისი გუნდი შეუერთდნენ იავინის ბრძოლამდე 4 წელს. ჰერა მოგვიანებით გახდა ამ ჯგუფის მეთაური და ვარსკვლავური გამანადგურებლებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაცია აწარმოა. იავინის ბრძოლამდე 2 წელს ეს ჯგუფი, ერთ-ერთი პირველი, შეუერთდა აჯანყებულთა ალიანსს. მათი ძალები ატოლონის ბრძოლისას შეასუსტა გრანდ-ადმირალმა თრონმა და სინდულა ალიანსს ეხმარებოდა აჯანყებულთა ახალი შტაბ-ბინის დაარსებაში, პლანეტა იავინ-4-ზე.

მოგვიანებით სინდულას მიენიჭა გენერლის წოდება. იგი აჯანყებულთა ალიანსში გალაქტიკური სამოქალაქო ომის მოვლენების დროს კვლავ მსახურობდა და ენდორზე ალიანსის ტრიუმფალური გამარჯვებისას იმყოფებოდა. მანამდე მას კენანისგან ეყოლა შვილი, ჯეისენ სინდულა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: ვიზუალური მეგზური
  2. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
  3. 3.0 3.1 SWYT-Logo Meet Hera, the Pilot | Star Wars Rebels ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) (საიტი: StarWars.com)
  4. StarWars-DatabankII Hera Syndulla Databank-ში (არქივის ბმული)
  5. 5.0 5.1 ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
  6. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: პირისპირ
  7. 7.0 7.1 7.2 ესკადრილია "ანბანი"
  8. 8.0 8.1 Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — "ოსტატის ფრთები"
  9. 9.0 9.1 Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — "ჯედაის ღამე"
  10. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — "ოჯახის გაერთიანება – და დამშვიდობება"
  11. განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი
  12. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — "აპარატი აჩრდილში"
  13. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: ლოთალის ალყა
  14. ბედისწერის ძალები: ლეიას ქრონიკები
  15. ვარსკვლავური ომები (2015) 50
  16. ჩრდილის დაცემა: რომანი ესკადრილია ანბანზე
  17. Star Wars: Squadrons
  18. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — "საიდუმლო ტვირთი"